მადრიდის მეტროპოლიტენი
| მადრიდის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | მადრიდი |
| გახსნის თარიღი | 17 ოქტომბერი 1919 წ. |
| ხაზის სიგრძე | 294 კმ |
| სადგურთა რაოდენობა | 328 |
| ხაზთა რაოდენობა | 13 |
| მგზავრები დღეში | 2,4 მლნ (2021 წ.) |
| მგზავრები წელიწადში | 447,82 მლნ. (2021 წ.) |
| ლიანდაგის სიგანე | {{{სიგანე}}} |
| ელექტროფიკაცია | {{{ელექტროფიკაცია}}} |
| მაქსიმალური სიჩქარე | {{{სიჩქარე}}} |
| ხაზების სქემა | |
მადრიდის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Madrid) — მეტროპოლიტენისა და მსუბუქი მეტროპოლიტენის სისტემა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და რამდენიმე თანამგზავრ ქალაქში: არგანდა, ხეტაფე, ლეგანესი და მოსტოლესი. გაიხსნა 1919 წლის 17 ოქტომბერს. მადრიდის მეტრო მსოფლიოში ყველაზე სწრაფგანვითარებადი მეტროპოლიტენების რიცხვს ეკუთვნის. 2022 წლის მდგომარეობით, ლიანდაგების სიგრძე 294 კილომეტრია და 13 ხაზს, 328 სადგურსა (აქედან 289 მეტროს სადგურია, ხოლო 37 — მსუბუქი მეტროპოლიტენის) და მოძრავი შემადგენლობის 2400 ერთეულს მოიცავს.
მადრიდის მეტროპოლიტენის ყოველდღიური სამუშაო საათებია 6:00 — 1:30.
ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ხაზი | სიგრძე | სადგურები | გვირაბის ტიპი | პლატფორმა | |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | Pinar de Chamartín — Congosto | 20,2 კმ | 30 | ვიწრო | 90 მ |
| 2 | La Elipa — Cuatro Caminos | 9,4 კმ | 16 | ვიწრო | 60 მ |
| 3 | Villaverde Alto — Moncloa | 15,0 კმ | 18 | ვიწრო | 90 მ |
| 4 | Argüelles — Pinar de Chamartín | 16 კმ | 23 | ვიწრო | 60 მ |
| 5 | Alameda de Osuna — Casa de Campo | 23,2 კმ | 32 | узкий | 90 მ |
| 6 | რკალური (Circular) | 23,5 კმ | 28 | ფართო | 115 მ |
| 7 | Las Musas — Pitis | 18,8 კმ | 22 | ფართო | 115 მ |
| 8 | Nuevos Ministerios — Aeropuerto T4 | 13,9 კმ | 7 | ფართო | 115 მ |
| 9 | Herrera Oria — Arganda del Rey | 38,0 კმ | 26 | ფართო | 115 მ |
| 10 | Hospital del Norte — Puerta del Sur | 40,0 კმ | 30 | ფართო | 115 მ |
| 11 | Plaza Elíptica — La Peseta | 5,4 კმ | 6 | ფართო | 115 მ |
| 12 | MetroSur | 40,6 კმ (რკალური) | 28 | ფართო | 115 მ |
| Ramal («განშტოება») | Ópera — Príncipe Pío | 1,1 კმ | 2 | ვიწრო | 60 მ |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მადრიდის მეტროს პირველი ხაზი 1919 წლის 17 ოქტეომბერს გაიხსნა ალფონსო XIII-ის დროს "კომპანია დე მეტროს" მმართველობით. იმხანად მხოლოდ რვა სადგური იყო 3,5 კმ სიგრძეზე. ვიწრო სექციებად იყო კონსტრუირებული და ბაქნები მხოლოდ 60 მეტრი იყო სიგანეში. ამ ხაზების გაფართოება და ახალი ორი ხაზის მშენებლობა 1919 წლის შემდეგ დაიწყო. 1936 წლისთვის ქსელში სამი ხაზი და ერთი განშტოება იყო ოპერასა და ნორტეს რკინიგზის სადგურს შორის. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ამ სადგურებს თავშესაფრებად იყენებდნენ.
ომის დასრულების შემდეგ ხაზების გაფართოების აქტივობა ნელ-ნელა მიედინებოდა. 1944 წელს მეოთხე ხაზი აშენდა.
მეხუთე ხაზი ვიწრო სექციად აშენდა, თუმცა, 90 მეტრიანი ბაქნით. მეხუთე ხაზის გახსნის შემდეგ პირველ ხაზზე ბაქნები გააფართოვეს.


ტექნიკური მახასიათებლები
ლიანდაგების სიგანე - 1445 მმ, მოძრაობა მარცხენა მხრიდან (რამდენადაც მარჯვნიდან მოძრაობა მადრიდში მეტროს გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 1924 წელს შემოიღეს).
ხაზებზე 1, 2, 4, 5, 6, 9 და განშტოებაზე ელექტროკვებისათვის 600 ვოლტი მუდმივი დენი გამოიყენება. დანარჩენ (3, 7, 8, 10, 11 და 12) — 1500 ვოლტი მუდმივი დენი. სწორედ ამ სქემაზე გადაიყვანენ საბოლოოდ ყველა ხაზს, ხოლო მსუბუქი მეტროს მშენებარე ტოტებზე მუდმივი 750 ვოლტ დენს გამოიყენებენ.
გვირაბები და სადგურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვირაბები ზოგჯერ ვიწროა (უფრო ძველი ხაზებისთვის — 6,86 მ სიგანე და 5,36 მ სიმაღლე). არის ფართო გვირაბებიც - (ახალი და უფრო ღრმა ხაზებისთვის) - 7,74 მ სიგანე და 6,87 მ სიმაღლე. სადგურებს შორის საშუალო მანძილი ვიწროგვირაბიან გადასარბენებზე 630 მეტრია, ბაქნის სიგრძე 60 ან 90 მეტრი, ფართოგვირაბიანზე 850 მ, ბაქნის სიგრძე 110-115 მეტრი.
ციცაბოს მინიმალური რადიუსი — 90 მ-ია, ლიანდაგების ქანობი 5 ‰-ს არ აღემატება.
ყველაზე ღრმა სადგური - კუატრო კამინოსი (რკალური ხაზი 6) 49 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული.
სადგურების უმეტესობას ბაქნების გვერდითი განლაგება აქვს, არსებობს კუნძულის ტიპის ბაქნიანი სადგურებიც (მათ შორის მიწისზედა) და სამბაქნიანი (ე.წ. ესპანური გადაწყვეტა).
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელ ქსელში მხოლოდ ერთი დახურული სადგური-მოჩვენება — "ჩემბერია", რომელიც 1919 წელს გაიხსნა, ხოლო 1966 წელს კი დაიხურა ხაზის რეკონსტრუქციის მიზეზით. მოგვიანებით მეტროში მუზეუმი გახსნეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-05-10 საიტზე Wayback Machine.
- ტრამვაი Citadis მადრიდისთვის (ტექდახასიათებებით) მწარმოებლის საიტზე.
- Andén 1 დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine. მადრიდის მეტროს მეგობართა ასოციაცია
- მადრიდის მეტრო არაოფიციალური ვეგვერდი