შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 200 355 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 252 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.

თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

ახალი „რჩეულები“

უილიამ ბლეიკი — ინგლისელი პოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. სიცოცხლეში მეტწილად არაღიარებული ბლეიკი შემდგომში რომანტიზმის ეპოქის პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფელპემში გატარებული სამი წლის გარდა, მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ბლეიკმა შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა განიხილებოდა როგორც „ღვთიური სხეული“ ან თავად „ადამიანური არსებობა“. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია განიხილება როგორც რომანტიკული, ასევე წინარომანტიკული მოძრაობის ნაწილად. თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას, მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა. მოგვიანებით მან გადახედა და უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან. მასზე გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. XIX საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.
სუკარნო — ინდონეზიელი პოლიტიკური მოღვაწე, ინდონეზიის პრეზიდენტი 1945-1967 წლებში. ინდონეზიის ეროვნული გმირი. ეროვნული პარტიის დამაარსებელი. სუკარნო იყო ჰოლანდიური კოლონიალიზმისგან ინდონეზიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სუკარნომ და მოჰამედ ჰატამ 1945 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადეს ინდონეზიის დამოუკიდებლობა, სუკარნო პრეზიდენტად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა ჰოლანდიის ხელახალი კოლონიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ინდონეზიურ წინააღმდეგობას როგორც დიპლომატიური, ისე სამხედრო საშუალებებით, სანამ ჰოლანდიამ 1949 წელს არ აღიარა ინდონეზიის დამოუკიდებლობა. შედეგად, მიენიჭა ტიტული „გამოცხადების მამა“ („Father of Proclamation“). პარლამენტური დემოკრატიის პერიოდის შემდეგ, სუკარნომ 1959 წელს სტაბილურობის აღსადგენად და რეგიონული ამბოხებების ჩასახშობად შემოიღო ავტორიტარული სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც „მართული დემოკრატია“. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის, სუკარნო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ინდონეზია მიუმხრობლობის მოძრაობის წამყვან ხმად აქცია ანტიიმპერიალისტურ ბანაკში. დღეს, მისი მემკვიდრეობა, როგორც ინდონეზიის დამფუძნებელი მამისა და ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მრავალი ინდონეზიელის მიერ სუჰარტოზე მეტად არის დაფასებული.
კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა. ანკარა — თურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს, ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს. ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ). ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა. თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წლებში), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393 – XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წლებში) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წლებში) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.

გეოგრაფია

კავკასია
კავკასია

ქვეყნები და კონტინენტები

ავსტრალია · აზერბაიჯანი · აზია · აფრიკა · თურქეთი · კუბა · ლათინური ამერიკა · ჩრდილოეთი ამერიკა

საქართველოს გეოგრაფია

ახალი ათონის მღვიმე · დვალეთი · ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი · თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თბილისი · თუშეთი · იმერეთი · კავკასიონი · ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა

ქალაქები

ანკარა · ბარსელონა · ზალცბურგი · თელ-ავივი · ლიმა · ნიუ-იორკი · რიო-დე-ჟანეირო · რომი · სალონიკი · სანქტ-პეტერბურგი · სტამბოლი · ტრაპიზონი

ბუნებრივი ობიექტები და კუნძულები

ალპები · აღდგომის კუნძული · ბაიკალი · ბაჰამის კუნძულები · კარპატები · კასპიის ზღვა · მარშალის კუნძულები · მაჩუ-პიქჩუ · პანამის არხი · ტამბორა · შავი ზღვა · წყნარი ოკეანე

ისტორია

საქართველოს ისტორია

ალექსანდრე ჯავახიშვილი · გიორგი შარვაშიძე · გურიის სამთავრო · დავით უკლება · დიმიტრი ყიფიანი · ერებუნი · ექვთიმე თაყაიშვილი · ვახტანგ VI · ზვიად გამსახურდია · იბერია · იმერეთის სამეფო · კლარჯეთი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია · სოჭის კონფლიქტი · სურამის ციხე · ტფილისის ბანკის ძარცვა · შუა საუკუნეების ქართული მინა

რომის ისტორია

ბიზანტიის იმპერია · დომიციანე · მეორე სამნიტური ომი · ოქტავიანე ავგუსტუსი · პირველი პუნიკური ომი · რომის იმპერატორების სია · რომის რესპუბლიკა · რომის სენატი


მსოფლიო ისტორია

აბუ-სიმბალი · ადოლფ ჰიტლერი · ანა ბრეტონელი · ანასტასია რომანოვა · ატილა · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის პრეზიდენტების სია · აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) · ბრაუნშვაიგის მუმე · გრანიკოსის ბრძოლა · გრძელი დანების ღამე · ელიზაბეტ დე ვალუა · ერნესტო ჩე გევარა · ესპანეთის სამოქალაქო ომი · იაჰმესის პირამიდა · ინკების ცივილიზაცია · იოზეფ გებელსი · იუგოსლავიის დაშლა · კალვინ კულიჯი · კაროლინა მატილდა ბრიტანელი · კვამე ნკრუმა · ლონდინიუმი · ლონდონის დიდი ხანძარი · მამედ ემინ რასულზადე · მესოამერიკის ქრონოლოგია · მიხეილ სუსლოვი · ნევილ ჩემბერლენი · ოპერაცია ნეპტუნი · პეტრე ბაგრატიონი · პორტუგალიის ისტორია · როზეტის ქვა · საღვთო რომის იმპერია · სლოვიანსკის ალყა · სუკარნო · ტეოტიუაკანი · ტერა-ნოვას ექსპედიცია · ყირიმელი თათრების დეპორტაცია · ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია · ძველი ეგვიპტე · ხაშამის ბრძოლა · ხლოდვიგ I · ჯუზეპე გარიბალდი · ჰანიბალი

მეცნიერება

მათემატიკა და ფიზიკა

E (რიცხვი) · დიდი აფეთქება · სამკუთხედი

ასტრონომია

გალაქტიკა · ეგზოპლანეტა · ევროპა (თანამგზავრი) · ვარსკვლავი · მზე · მზის სისტემა · პლანეტა · ურანი

ბიოლოგია და მედიცინა

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · დიდი ოყარი · ევოლუცია · ვიტამინი D · კისტური ფიბროზი · ცოფი

დანარჩენი მეცნიერება

გეომორფოლოგია · გრიგორიანული კალენდარი · ლევან მარუაშვილი · ტუნგუსკის მეტეორიტი

ტექნიკა

კომპიუტერული ტექნოლოგია

Mozilla Firefox · პერსონალური კომპიუტერი

სარაკეტო და საბრძოლო ტექნიკა

M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა) · სატურნ V · სუ-25

თამაშები

The Sims 2

რელიგია და მითოლოგია

ქართული ეკლესია-მონასტრები

არადეთი · გელათის მონასტერი · დოლისყანა · კვეტერა · მრავალძალი · ოშკი · პარეხი · სურამისა და ხაშურის ეპარქია · ტბეთის მონასტერი · ფიტარეთის მონასტერი · ხანძთა

ქრისტიანობა და სხვა რელიგიები

ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები · ბორობუდური · ეიკონი · ილია II · კათოლიციზმი · წმინდა ნიკოლოზი

მითოლოგია

არგონავტები · თესევსი · მედეა · პერსევსი

სპორტი

ბიატლონი
ბიატლონი

ფეხბურთი

არიენ რობენი · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · გარინჩა · გიორგი ქინქლაძე · დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · მილანი (საფეხბურთო კლუბი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · პელე · რონალდინიო · ჰაქიმ ზიეში

სხვა სპორტი

გარი კასპაროვი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია

საზოგადოება

საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება

აკაკი შანიძე · აფხაზები · ბორჯომი (წყალი) · თბილისის თვითმმართველობა · მზია ამაღლობელი · სალომე ზურაბიშვილი · საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს სახელმწიფო გერბი · საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი · სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

ფილოსოფია და აზროვნება

ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია) · სოკრატე · სტოიციზმი

ენები და ეთნოსები

ბულგარული ენა · ეგვიპტური იეროგლიფები · ოჯიბვე · რუნები

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები

ხელოვნება და კულტურა

პიროვნებები: ალფრედ დე მიუსე · ალფრედ ჰიჩკოკი · გაბრიელ გარსია მარკესი · დავით გურამიშვილი · თედორე დოსტოევსკი · ტერენტი გრანელი · უილიამ ბლეიკი · უოლტ დისნეი · ჯინჯერ როჯერსი

რადიო, კინო, ტელევიზია: ბორატი · გრიფინები · მანდალორელი · რევანი · ციხიდან გაქცევა · ჯანგო გათავისუფლებული

თეატრი: რუსთაველის თეატრი

არქიტექტურა: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში · სტალინისტური არქიტექტურა

ლიტერატურა და მწერლობა: ბეჭდების მბრძანებელი · ვეფხისტყაოსანი · კერი ბრედშოუ · მრისხანების მტევნები · რომაული ლიტერატურა · შტორმი (პერსონაჟი)

მუსიკა: Coldplay · Enter Sandman · The Beatles · U2 · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · ლედი გაგა · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკა · მეტალიკის ტურნეები · პინკ ფლოიდი · რედიოჰედი · როჯერ უოტერსი · სკორპიონსი · ჯენესისი · ჯონი კეში

კლასიკური მუსიკა: XX საუკუნის კლასიკური მუსიკა · კურთხეული გაზაფხული · ნიბელუნგის ბეჭედი · პარსიფალი · ტოსკა · ტრისტან და იზოლდა

კლასიკური კომპოზიტორები: არნოლდ შონბერგი · ბენჯამინ ბრიტენი · გეორგ შოლტი · გუსტავ მალერი · დიმიტრი შოსტაკოვიჩი · იგორ სტრავინსკი · კლოდ დებიუსი · მორის რაველი · ოლივიე მესიანი · პიერ ბულეზი · რიხარდ ვაგნერი · რიხარდ შტრაუსი · ფერენც ლისტი