შინაარსზე გადასვლა

ემილ სტანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილ სტანგი
ბუკმ. Emil Stang
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1834(1834-06-14)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი კრისტიანია
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1912(1912-07-04)[1] [4] [3] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი კრისტიანია
მოქალაქეობა ნორვეგია
მამა ფრედერიკ სტანგი
დედა Julie Augusta Georgine Stang
შვილ(ებ)ი Emil Stang, Fredrik Stang, Augusta Stang და Peder Berg Stang
ჯილდოები წითელი არწივის ორდენი[5] , წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[5] და პოლარული ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[5]

ემილ სტანგი (დ. 14 ივნისი, 1834 – გ. 4 ივლისი, 1912) — ნორვეგიელი იურისტი და პოლიტიკოსი. იგი 1889–1891 წლებში და ხელახლა 1893–1895 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. იგი ასევე იყო კონსერვატიული პარტიის პირველი ლიდერი 1884–1889, 1891–1893 და 1896–1899 წლებში.[6]

ემილ სტანგი დაიბადა და გარდაიცვალა კრისტიანიაში (ახლანდელი ოსლო, ნორვეგია). იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრედერიკ სტანგის ვაჟი იყო. 1858 წელს სტანგმა სამართლის კანდიდატის ხარისხი მიიღო, ხოლო 1861 წელს საკუთარი საადვოკატო პრაქტიკა დააფუძნა. იმავე წლიდან იგი ასევე მონაწილეობდა „Ugeblad for Lovkyndighed“-ის რედაქტირებაში. 1871 წლიდან 1907 წლამდე იგი იყო „Norsk Retstidende“-ს (ნორვეგიის სასამართლოების ანალები) რედაქტორი, გარდა იმ წლებისა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.[7]

იგი იყო კონსერვატიული პარტიის პირველი თავმჯდომარე 1884–1889 წლებში, ხოლო პარტიას ხელახლა უძღვებოდა 1891–1893 და 1896–1899 წლებში. იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა 1889–1891 და 1893–1895 წლებში. 1889-1891 წლებში იგი სტორტინგის პრეზიდენტი იყო. 1891 წელს იგი კრისტიანიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე მუშაობას არ შეუდგა. 1895 წელს იგი ბორგარტინგისა და აგდერის რეგიონული სასამართლოების მთავარი მოსამართლე გახდა, ხოლო 1901 წელს — უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. პენსიაზე 1904 წელს გავიდა.[8]

1890 წელს სტანგი წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი გახდა. იგი ემილ სტანგისა და ფრედრიკ სტანგის მამა იყო. იგი კრისტიანიაში გარდაიცვალა.

  1. 1 2 Find a Grave — 1996.
  2. ↑ (not translated to no) Stortinget og statsraadet: 1814-1914. B. 1 D. 2 : Biografier L-Ø : samt tillæg — 1914. — გვ. 820.
  3. 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  4. ↑ (not translated to no) Stortinget og statsraadet: 1814-1914. B. 1 D. 2 : Biografier L-Ø : samt tillæg — 1914. — გვ. 821.
  5. 1 2 3 https://www.nb.no/items/URN:NBN:no-nb_digibok_2014040348001?page=65
  6. ↑ Emil Stang, Biografier 1905-1945. Norsk samfunnsvitenskapelig datatjeneste AS. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 5, 2016. ციტირების თარიღი: June 10, 2016
  7. ↑ Magnus A. Mardal. Emil Stang – den eldre. Store norske leksikon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: June 10, 2016
  8. ↑ Paul Thyness. Emil Stang – 2, Jurist, Politiker. Norsk biografisk leksikon. ციტირების თარიღი: June 10, 2016