შინაარსზე გადასვლა

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაბლის ფოტოსურათი, გადაღებული კოსმოსური შატლი „დისკავერიდან“

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი (ინგლ. Hubble Space Telescope) — კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც დედამიწისახლო ორბიტაზე გაყვანილ იქნა 1990 წელს და დღემდე ფუნქციონირებს. სახელი ეწოდა გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომის ედუინ ჰაბლის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა გარე გალაქტიკები და ე.წ. ჰაბლის კანონი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენა. კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერების ინსტიტუტი (Space Telescope Science Institute) ირჩევს ჰაბლის სამიზნეებს და ამუშავებს მიღებულ მონაცემებს, ხოლო გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრი (Goddard Space Flight Center) აკონტროლებს კოსმოსურ ხომალდის ფრენას კოსმოსში.[1]

ჰაბლს აქვს 2.4 მ-იანი (7 ფუტი 10 ინჩი) სარკე და მისი ხუთი მთავარი ინსტრუმენტი აწარმოებს დაკვირვებებს ელექტრომაგნიტური სპექტრის ულტრაიისფერ, ხილულ და ახლო ინფრაწითელ დიაპაზონებში. ჰაბლის ორბიტა მას საშუალებას აძლევს დედამიწის ატმოსფეროში სინათლის გარდატეხისა თუ გაბუნდოვანების გარეშე გადაიღოს უკიდურესად მაღალი გარჩევადობის სურათები მნიშვნელოვნად დაბალი ფონური განათებით, ვიდრე ეს დედამიწაზე არსებულ ტელესკოპებს შეუძლიათ. მან ხილულ სპექტრში გადაიღო არაერთი დეტალური სურათი. ჰაბლის მრავალმა დაკვირვებამ ასტროფიზიკაში გარღვევა გამოიწვია, მაგალითად მისი საშუალებით განისაზღვრა სამყაროს გაფართოების სიჩქარე.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი დააფინანსა და მშენებლობა დაიწყო 1970-იან წლებში NASA-მ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თნამონაწილეობით. მისი გაშვება 1983 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტს ტექნიკური შეფერხებები, ბიუჯეტის პრობლემები და 1986 წლის „ჩელენჯერის“ კატასტროფა მისი კოსმოსში გაშვებას აფერხებდა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი STS-31-ით 1990 წელს გაუშვეს, მაგრამ მისი მთავარი სარკეს დეფექტი აღმოაჩნდა, რამაც გამოიწვია სფერული აბერაცია, რამაც ტელესკოპის შესაძლებლობები შეზღუდა. ოპტიკა დანიშნულებისამებრ გამოსწორდა 1993 წელს STS-61-ის სერვისული მისიის დროს.

ჰაბლი ერთადერთი ტელესკოპია, რომელიც კოსმოსში ასტრონავტების მიერ მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ხუთმა კოსმოსურმა შატლმა შეაკეთა, განაახლა და შეცვალა ტელესკოპის სისტემები, მათ შორის ხუთივე მთავარი ინსტრუმენტი. კოლუმბიის კატასტროფის (2003) შემდეგ მეხუთე მისია თავდაპირველად უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა, მაგრამ NASA-ს ადმინისტრატორის, მაიკლ დ. გრიფინის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, მომსახურების მისია 2009 წელს დასრულდა. ჰაბლმა 30 წლიანი ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში აღნიშნა[2] და პროგნოზით, მისი გამოყენება 2030-2040 წლამდე გაგრძელდება.[3]

ჰაბლი არის NASA-ს დიდი ობსერვატორიების პროგრამის ხილული სპექტრის ტელესკოპი. სპექტრის სხვა ნაწილები იფარება კომპტონის გამა სხივების ობსერვატორიით, ჩანდრას რენტგენის ობსერვატორიითა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპით (რომელიც ინფრაწითელ დიაპაზონებს ფარავს).[4] შუა ინფრაწითელიდან ხილულ დიაპაზონამდე ჰაბლის ტელესკოპის მემკვიდრეა ჯეიმზ უების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს კოსმოსში, ხოლო ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპის გაშვება 2026 წლისთვის იგეგმება.[5][6][7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Hubble Essentials. Space Telescope Science Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2016. ციტირების თარიღი: March 3, 2016 თარგი:PD-notice
  2. ↑ Hubble Marks 30 Years in Space with Tapestry of Blazing Starbirth. Space Telescope Science Institute (April 24, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 10, 2020. ციტირების თარიღი: April 24, 2020
  3. ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი ; სქოლიოსათვის "cbsnews20130530" არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. ↑ Canright, Shelley. NASA's Great Observatories. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2015. ციტირების თარიღი: April 26, 2008 თარგი:PD-notice
  5. ↑ NASA Announces New James Webb Space Telescope Target Launch Date. NASA (July 16, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 18, 2020. ციტირების თარიღი: September 10, 2020 თარგი:PD-notice
  6. ↑ Overbye, Dennis (July 16, 2020). „NASA Delays James Webb Telescope Launch Date, Again – The universe will have to wait a little longer“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 14, 2021. ციტირების თარიღი: July 17, 2020.
  7. ↑ Hubble successor given mid-December launch date (September 9, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 9, 2021. ციტირების თარიღი: September 10, 2021