შინაარსზე გადასვლა

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი 2013 წელს
დაბადების სახელი ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1981
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, Columbia University School of General Studies და ვან ნუისის უმაღლესი სკოლა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1988 – დღემდე
შვილ(ებ)ი Danny Gordon-Levitt და Jeremy Gordon-Levitt

ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი (ინგლ. Joseph Gordon-Levitt დ. 17 თებერვალი, 1981) — ამერიკელი მსახიობი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო და კინო ფილმებში. ის ცნობილია თავისი როლებით 2009 წლის დამოუკიდებელ ფილმში „ზაფხულის (500) დღე“ და კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკაში „დასაწყისი“. ამ უკანასკნელისთვის ის ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე. სარეკლამო რგოლებში შესრულებული როლების შემდეგ, 1992 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „ბეთჰოვენი“. გორდონ–ლევიტმა ითამაშა სატელევიზიო სიტკომში „მესამე პლანეტა მზიდან“ (1996–2001). 2001 წელს მან მიატოვა სატელევიზიო კარიერა და ითამაშა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში, მათ შორის სურათებში „მანიაკური“ (2001), „იდუმალი კანი“ (2004) და „აგური“ (2005). ის ფლობს ონლაინ საპროდუქციო კომპანიას HitRECord.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992ფ ბეთჰოვენი Beethovenსტუდენტი N1
1992ფ იქ, სადაც მდინარე მიედინება A River Runs Through Itახალგაზრდა ნორმანი
1996ფ მსაჯული The Jurorოლივერ ლარდი
1996–2001 ს მესამე პლანეტა მზიდან 3rd Rock from the Sunტომი სოლომონი
1999ფ ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი 10 Things I Hate About Youკამერონ ჯეიმზი
2001ფ მანიაკური Manicლილ იენსენი
2004ფ იდუმალი კანი Mysterious Skinნილ მაკ-კორმიკი
2005ფ აგური Brickბრენდან ფრეი
2009ფ ზაფხულის 500 დღე (500) Days of Summerტომ ჰენსენი
2010ფ დასაწყისი Inceptionარტური
2011ფ 50/50 50/50ადამ ლერნერი
2012ფ ბნელირაინდი: აღზევება The Dark Knight Risesჯონ ბლეიკი
2012ფ ლინკოლნი Lincoln რობერტ ტოდ ლინკოლნი
2013ფ დონ ჯონი Don Jon ჯონ მარტელო
2014ფ ცოდვების ქალაქი 2 Sin City: A Dame to Kill Forჯონი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]