ჯეიმზ გარფილდი
| ჯეიმზ გარფილდი | |
| აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ჩესტერ ართური |
| წინამორბედი | რეზერფორდ ჰეისი |
| მემკვიდრე | ჩესტერ ართური |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 მარტი, 1863 – 3 მარტი, 1881 | |
| დაბადებული | 19 ნოემბერი, 1831 მორელენდ ჰილზი, ოჰაიო |
| გარდაცვლილი | 19 სექტემბერი, 1881 (49 წლის) ლონგ ბრანჩი, ნიუ-ჯერსი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
| მეუღლე | ლაკრეტია გარფილდი |
| საქმიანობა | ადვოკატი, მღვდელი, მასწავლებელი |
| ხელმოწერა | |
ჯეიმზ აბრამ გარფილდი (ინგლ. James Abram Garfield; დ. 19 ნოემბერი, 1831 — გ. 19 სექტემბერი, 1881) — ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი 1881 წლის 4 მარტიდან 19 სექტემბერამდე, რესპუბლიკელი.
პრეზიდენტობამდე გარფილდი აშშ-ის ჯარში გენერალ-მაიორი და შემდეგ წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1880 წელს პრეზიდენტად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიიდან. იგი წარმომადგენელთა პალატის ერთადერთი მოქმედი წევრი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს. მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ ოთხი თვე იყო გასული, როდესაც იგი, 1881 წლის 2 ივლისს, ფედერალური პოსტის ვერ მიღებით უკმაყოფილო შარლ გიტომ მძიმედ დაჭრა. პრეზიდენტმა 19 სექტემბრამდე იცოცხლა და პოსტის დაკავებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. უილიამ ჰენრი ჰარისონის შემდეგ მან აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე ცოტა დრო გაატარა. გარფილდი აბრაამ ლინკოლნის შემდეგ აშშ-ის მეორე მოკლული პრეზიდენტი იყო.
ბავშვობა და ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯეიმზ აბრამ გარფილდი დაიბადა 1831 წლის 19 ნოემბერს გაჭირვებულ ოჯახში ორენჯ-თაუნშიფში, (ახლა მორლენდ-ჰილზი) ოჰაიოში. იგი იყო ყველაზე უმცროსი 5 შვილს შორის. ჯეიმზის წინაპარი, ედუარდ გარფილდი ინგლისიდან მასაჩუსეტსში დაახლოებით 1630 წელს გადმოსახლდა. ჯეიმზის მამა, აბრამი, დაიბადა ვორჩესტერში, ნიუ-იორკში, მაგრამ ახალგაზრდა ჩამოვიდა ოჰაიოში, რადგან ეპოვა თავისი ბავშვობის სატრფო, რომელიც, როგორც ჩამოსვლისას აღმოაჩინა, სხვაზე დაქორწინებულიყო. სანაცვლოდ, აბრამმა ცოლად შეირთო ყოფილი სატრფოს და, ელაიზა. ჯეიმზს სახელი ელაიზას და აბრამის შვილის, ჯეიმზის ძმის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც ჩვილობაში გარდაიცვალა.
1833 წლის დასაწყისში აბრამ და ელაიზა გარფილდები სტოუნ-კემპბელის ეკლესიის მრევლი გახდნენ, რამაც გავლენა მოახდინა მათი უმცროსი ვაჟის ცხოვრებაზე. აბრამი იმავე წელს გარდაიცვალა და ჯეიმზი სიღარიბეში გაიზარდა ოჯახში, რომელსაც მისი ძლიერი ნებისყოფის მქონდე დედა უძღვებოდა. ჯეიმზი მისი საყვარელი შვილი იყო და ისინი სიცოცხლის ბოლომდე ახლოს დარჩნენ. ელაიზა 1842 წელს ხელახლა დაქორწინდა, მაგრამ მალევე მიატოვა მეორე ქმარი, უორენ (ალფრედ) ბელდენი და 1850 წელს სკანდალურად განქორწინდნენ. ჯეიმზმა ამ საკითხში დედის მხარე დაიჭირა და 1880 წელს ბელდენის გარდაცვალებაზე ბედნიერად წერდა პირად დღიურში. გარფილდს ასევე მოსწონდა დედის ისტორიები მისი წინაპრების შესახებ, განსაკუთრებით მისი უელსელი დიდი-დიდი ბაბუებისა და ერთი წინაპრის შესახებ, რომელიც კერფილის ციხის რაინდი იყო.
გარფილდს, ღარიბსა და უმამოს, ხშირად დასცინოდნენ თანატოლები, რამაც იგი სენსიტიურ ადამიანად ჩამოაყალიბა. მისთვის რეალობიდან გასაქეცვს ლიტერატურა წარმოადგენდა. 1847 წელს 16 წლის ასაკში ჯეიმსმა სახლი დატოვა, თუმცა სამსახურში არ აიყვანეს კლივლენდის ერთადერთ პორტში. პორტის მაგიერ, გარფილდმა სამსახური იშოვა საკანალო გემზე, სადაც მართავდა გემში შებმულ ჯორებს. ჰორაციო ელჟერმა მოგვიანებით ეს გამოცდილება გარფილდის საპრეზიდენტო კამპანიის ბიოგრაფიაში დადებითად გამოიყენა.
სამსახურის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ ჯეიმზს ავადმყოფობის გამო სახლში მოუწია დაბრუნება. ამ პერიოდში დედამ და ადგილობრივმა სკოლის წარმომადგენელმა დაარწმუნეს, რომ ერთი წლით გემზე მუშაობა სკოლაში გაეცვალა. 1848 წელს, ჯეიმზმა სწავლა დაიწყო ახლომდებარე ჯიოგას სემინარიაში. წლების შემდეგ გარფილდი იხსენებდა,
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Graff, Henry F., ed. The Presidents: A Reference History (3rd ed. 2002) online
- Millard, Candice (2012). Destiny of the Republic: A Tale of Madness, Medicine and the Murder of a President. New York, New York: Anchor Books. ISBN 978-0767929714.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ გარფილდის ბიოგრაფია
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯეიმზ გარფილდი“ ვიკისაწყობში.- ჯეიმზ გარფილდი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯეიმზ გარფილდი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
