ჩიტები არ არსებობენ
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჩიტები არ არსებობენ}} |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
"" „“ | ამ სტატიაში/სექციაში გამოყენებული სასვენი ნიშანი ბრჭყალები (გაიგეთ მეტი ბრჭყალების შესახებ) არ შეესაბამება ქართული ენის ნორმებს. |

„ჩიტები არ არსებობენ“ ან "ჩიტები არ არიან ნამდვილები" (ინგლ. Birds Aren't Real") სატირული შეთქმულების თეორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩიტები სინამდვილეში არიან დრონები, რომლებსაც შეერთებული შტატების მთავრობა იყენებს ამერიკელ მოქალაქეებზე საჯაშუშოდ. [1] [2][3]2018 წელს, ჟურნალისტმა რეიჩლ რობერტსმა დაახასიათა “ჩიტები არ არსებობენ” როგორც “ხუმრობა რომელშიც ათასობით ხალხი მონაწილეობს. 2025 წლის ივნისისთვის ოფიციალურ გვერდს X ზე (წარსულში ცნობილი როგორც Twitter) 100 000 მდე გამომწერი ყავს.[4]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პიტერ მაკინდომ სატირული შეთქმულების თეორია 2017 წლის იანვარში შექმნა. 2017 წელს მემფისში, ტენესის შტატში, ქალთა მარშზე ტრამპის მომხრე კონტრპროტესტანტების ნახვის შემდეგ, მაკინდომ პლაკატზე დაწერა წარწერა „ჩიტები არ არსებობენ“ და კონტრპროტესტანტებს შორის „სპონტანური ხუმრობის“ სახით შეთქმულების თეორია მოიგონა.[5] მაკინდოს ვიდეო მარშზე ვირუსულად გავრცელდა, რამაც სატირული მოძრაობა დაიწყო. [2] 2017 წელს მან Facebook-ზე დაწერა: „რამდენიმე თვის წინ სატირული მოძრაობა შევქმენი და, როგორც ჩანს, Instagram- ის მომხმარებლებს ეს ძალიან მოსწონთ“. მოგვიანებით მან უარყო პოსტი და თქვა, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დაწერა და 2021 წლამდე არ აღიარა, რომ შეთქმულების ჭეშმარიტად არ სჯეროდა. [2] [3]
მოძრაობა ამტკიცებს, რომ ყველა ფრინველი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1959 დან 1971 წლამდე, ფედერალუმა მთავრობამ გაანადგურა და ჩაანაცვლა მათივე მსგავსი დრონებით, რომლებსაც მთავრობა იყენებს მოქალაქეებზე საჯაშუშოდ. თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჩიტები ელექტრო ენერგიის შესავსებად სხდებიან ელექტროგადამცემ ხაზებზე, დეფეკაციას ახდენენ მანქანებზე თვალთვალის მიზნით და ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი მთავრობამ მოკლა ფრინველების მოკვლის სურვილის არქონის გამო.[6]
2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში ფრინველებზე დაკვირვების მაღალტექნოლოგიური დრონების შემუშავების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში მრავალი სამხედრო და სამთავრობო სააგენტო იყენებდა ამ დრონებს თვალთვალის მიზნით. [7]
მედიაში გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკინდოუ არაერთხელ გამოჩნდა მედიაში თავის თანადამფუძნებელთან, კონორ გეიდოსთან და კლერ ქრონისთან ერთად. მათ არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს „ჩიტები რეალურები არ არიან“ მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით. 2021 წელს მაკინდომ განაცხადა, რომ სრული განაკვეთით მუშაობს მოძრაობის წარმომადგენელად და ფულს საქონლის გაყიდვიდან შოულობს.

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Koch, Mitchell (July 18, 2019). „'Every tweet is a lie': Birds Aren't Real campaign spreads message with new Memphis billboard“. WREG-TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2022. ციტირების თარიღი: 2021-12-15.
- 1 2 3 Lorenz, Taylor (December 9, 2021). „Birds Aren't Real, or Are They? Inside A Gen Z Conspiracy Theory“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 11, 2022. ციტირების თარიღი: 2021-12-16. შეცდომა ციტირებაში Invalid
tag; name "nyt" defined multiple times with different content.; $2 - 1 2 Omar, Elliott (January 10, 2019). „'Birds Aren't Real': Satirical movement captures social media“. Arkansas Democrat-Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2021. ციტირების თარიღი: 2021-12-16.
- ↑ "ჩიტები არ არსებობენ" ტვიტერის ოფიციალური გვერდი.
- ↑ Williams, Zoe (April 14, 2022). "'The lunacy is getting more intense': how Birds Aren't Real took on the conspiracy theorists". The Guardian. Archived from the original on May 26, 2024. Retrieved May 6, 2022..
- ↑ Hauser, Alisa (November 2, 2018). "What's Up With Those 'Birds Aren't Real' Posters? They Highlight The Post-Truth Era We Live In, Creator Says". Block Club Chicago. Archived from the original on December 9, 2021. Retrieved December 16, 2021..
- ↑ "China launches high-tech bird drones to watch over its citizens". cnet.com. CNET. Retrieved January 29, 2025..