შინაარსზე გადასვლა

ფრენსის ელიზაბეტ ჰოგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის ელიზაბეტ ჰოგანი
ინგლ. Frances Elizabeth Hoggan
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1843(1843-12-20)[1]
დაბ. ადგილი Brecon
გარდ. თარიღი 5 თებერვალი, 1927(1927-02-05) (83 წლის)
გარდ. ადგილი ბრაიტონი
დასაფლავებულია სურეი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ექიმი, social reformer და მწერალი
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი

ფრენსის ელიზაბეტ ჰოგანი (ინგლ. Frances Elizabeth Hoggan, დაბადებით მორგანი), დ. 20 დეკემბერი, 1843 — გ. 5 თებერვალი, 1927)[2] — უელსელი ექიმი და პირველი ბრიტანელი ქალი, რომელმაც მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო ევროპის უნივერსიტეტში.[3]

ის ასევე იყო პროგრესული ექიმი-პრაქტიკოსი, მკვლევარი და სოციალური რეფორმატორი, ასევე პირველი ქალი-ექიმი, რომელიც დარეგისტრირდა უელსში.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ჰოგანი დაიბადა ბრეკონში, უელსში, სადაც მისი მამა, რიჩარდ მორგანი, სასულიერო პირი იყო. ბავშვობა და განათლება კოვბრიჯში (გლამორგანი) და შემდეგ ვინდსორში მიიღო. თინეიჯერობის წლებში ფრენსისმა უკანონო შვილი გააჩინა, რომელსაც დედა ზრდიდა და საზოგადოების წინაშე ფრენსის ძმად ასაღებდა.[4] ფრენსისმა სწავლა პარიზსა და დიუსელდორფში განაგრძო.

1867 წელს, როდესაც საპატიო ფარმაცევტთა საზოგადოების საბჭომ, ქალები თავის პროფესიულ გამოცდებზე დაშვებიდან გამოირიცხა, ფრენსისმა სამედიცინო განათლების მიღება ციურიხის უნივერსიტეტში სცადა, სადაც ნადეჟდა სუსლოვამ, რუსეთის პირველმა ქალმა ექიმმა, 1867 წლის დეკემბერში თავისი ხარისხი მიიღო. იქ მორგანმა სამედიცინო კურსი სამ წელიწადში დაასრულა, ხუთი წლის ნაცვლად, და 1870 წლის მარტში ის მეორე ქალი გახდა, ვინც ციურიხის უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო (დისერტაციით პროგრესირებადი კუნთოვანი ატროფიის შესახებ ).[5]. После этого в клинике в Вене она прошла обучение по оперативному акушерству и стала ученицей хирурга Густава Брауна[6] ამის შემდეგ მან ვენის კლინიკაში ოპერატიული მეანობის კურსი გაიარა და ქირურგ გუსტავ ბრაუნის მოწაფე გახდა.[7]

ფრენსისი პირველი ბრიტანელი ქალი გახდა, რომელმაც ევროპული მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო.[5]

დიპლომის მიღების შემდეგ ფრენსისი მუშაობდა ვენის, პრაღის და პარიზის წამყვან სამედიცინო სკოლებში, სანამ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდებოდა. მან რამდენიმე წელი გაატარა პრაქტიკოს ექიმად და ელიზაბეტ გარეტ ანდერსონთან ერთად მუშაობდა ლონდონში ქალთა ახალ საავადმყოფოში. ფრენსისმა ასევე ელიზაბეტ ბლეკველთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო 1871 წელს ეროვნული ჯანმრთელობის საზოგადოების დაარსებაში. მისი მიზანი იყო „ჯანმრთელობის გაძლიერება მოსახლეობის ყველა ფენაში“.[8]

1874 წელს იგი დოქტორ ჯორჯ ჰოგანზე დაქორწინდა. ფრენსისმა, 1877 წლის თებერვალში, ბრიტანეთში პრაქტიკის ლიცენზია მიიღო ირლანდიის ექიმთა სამეფო კოლეჯში.

ქმართან ერთად მან გახსნა დიდ ბრიტანეთში ზოგადი პროფილის პირველი ოჯახური პრაქტიკა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ორივემ დაწერა სამედიცინო კვლევითი ნაშრომები, რომელთაგან ზოგიერთი ერთობლივად იყო დაწერილი.[9][10]

1882 წელს ფრენსისმა მოუწოდებდა ინდოეთში პაციენტი ქალებისთვის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურის შექმნისკენ. ამან გზა გაუხსნა დაფერინის ფონდს.[11] იმავე წელს იგი ჩრდილოეთ ლონდონის კოლეგიური სკოლის სამედიცინო სუპერინტენდანტი გახდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მკაცრად აკადემიური საშუალო სკოლა იყო გოგონებისთვის. ამ პოზიციაზე იგი ექვსი წლის განმავლობაში იმყოფეობოდა.

1884 წელს ფრენსისმა დაწერა სტატია სახელწოდებით „დედის პოზიცია ოჯახში“, სადაც მან გამოიყენა უახლეს ცოდნა ჩასახვისა და რეპროდუქციის შესახებ, რათა დაემტკიცებინა, რომ დედებს მეტი უფლებები უნდა ჰქონოდათ თავიანთ ბავშვებზე.[12]

ფრენსისი და მისი მეუღლე ჯორჯი ვივისექციისა და სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები იყვნენ. 1883 წლის სექტემბერში „Vaccination Inquirer“-ისთვის დაწერილ სტატიაში ისინი ორივე გამოვიდნენ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ.[13]

ფრენსისის მეუღლე ჯორჯი 1885 წელს დაავადდა, და წყვილი საფრანგეთის სამხრეთში გადავიდა. ჯორჯი 1891 წელს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

ელიზაბეტ ჰოგანი სოციალური რეფორმატორი გახდა და აშშ-ში ლექციების სერიით იმოგზაურა. მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა რასობრივ საკითხებზე და 1911 წელს ლონდონში მსოფლიო რასობრივ კონგრესზე გამოვიდა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელზაბეტ ფრენსისი 1927 წელს გარდაიცვალა. მას კრემაცია ჩაუტარდა. მისი ფერფლი მეუღლის ფერფლთან ერთად უოკინგის სასაფლაოზე დაკრძალეს.[14]

უელსის სამეცნიერო საზოგადოება ფრენსის ჰოგანის მედლით აჯილდოვებს უელსთან დაკავშირებულ ქალებს, რომლებიც გამოირჩევიან მეცნიერებაში, მედიცინაში, ინჟინერიაში, ტექნოლოგიაში ან მათემატიკაში.[15]

მისი გამორჩეული ნაშრომებია: „გოგონების განათლება უელსში“ (1882 წელი) და „ამერიკელი აფროამერიკელი ქალები თავისუფლების პირველ ორმოცდაათ წელიწადში“ (1913 წელი)

  • М. А. Элстон, «Хогган, Фрэнсис Элизабет (1843—1927)», Оксфордский национальный биографический словарь, Oxford University Press, 2004 г., по состоянию на 4 мая 2007 г.
  • Макинтайр, Н. "Первый медицинский брак в Великобритании: Фрэнсис Морган (1843—1927), Джордж Хогган (1837—1891) и таинственная «Элси». Журнал медицинской биографии, 12:2 (2004), 105-14. Издательство: Королевское медицинское общество .ISSN 0967-7720ISSN 0967-7720 .
  1. ↑ http://www.fembio.org/biographie.php/frau/frauendatenbank?fem_id=20072
  2. ↑ (2003) The Transactions of the Honourable Society of Cymmrodorion. The Society, გვ. 170. ISBN 978-0-9541626-0-3. 
  3. ↑ Dr Frances Hoggan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-25. ციტირების თარიღი: 2016-12-20
  4. ↑ BBC — Wales History — Mothers of Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-10. ციტირების თარიღი: 2022-11-18
  5. 1 2 Elston
  6. ↑ Thomas, Onfel. Frances Elizabeth Hoggan. Newport: R. H. Johns Limited. 
  7. ↑ Thomas, Onfel. Frances Elizabeth Hoggan. Newport: R. H. Johns Limited. 
  8. ↑ Wales, The Learned Society of. Dr Frances Hoggan en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-25. ციტირების თარიღი: 2020-06-10
  9. ↑ WalesOnline. (2017-03-01) Wales' first female doctor never stopped fight for equal education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-10. ციტირების თარიღი: 2020-06-10
  10. ↑ Hoggan, George; Hoggan, Frances Elizabeth (October 1881). „On the Comparative Anatomy of the Lymphatics of the Uterus“. Journal of Anatomy and Physiology. 16 (Pt 1): 50–89. PMC 1310070. PMID 17231418.
  11. ↑ Hoggan, Frances (1882). Medical Women for India. Bristol: J.W. Arrowsmith. 
  12. ↑ Bell, Susan G.; Offen, Karen M. (1983) Women, the Family, and Freedom: 1880-1950 (en). Stanford University Press. ISBN 978-0-8047-1173-9. 
  13. ↑ «Frances Hoggan MD 1843—1927» დაარქივებული 2021-10-30 საიტზე Wayback Machine. . Breconshire Local & Family History Society (BLFHS) Cymdeithas Hanes Lleol a Theuluoedd Brycheiniog Newsletter 70 — October 2017.
  14. ↑ Findagrave.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-26. ციტირების თარიღი: 2022-11-18
  15. ↑ Frances Hoggan Medal დაარქივებული 2017-07-01 საიტზე Wayback Machine. , LearnedSociety.wales, Retrieved 26 June 2017