საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში (1968)
საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში (1968) — 1968 წლის მაისში საფრანგეთში მომხდარი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც ნაწილი იყო 1960-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობებისა. საპროტესტო მოძრაობაქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. სტუდენტური გამოსვლები ნანტერისა და სორბონის უნივერსიტეტებში დაიწყო და მალე ეროვნული მასშტაბის საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდა, რომელშიც მილიონობით მუშა მონაწილეიბდა, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად პარალიზებული გახდა. პროტესტების მიზანი განათლების სისტემის დემოკრატიზაცია, შრომითი პირობების გაუმჯობესა და საზოგადოების ტრადიციული იერარქიების გადახედვა იყო. კრიზისმა სერიოზულად შეარყია შარლ დე გოლის ხელისუფლება, რამაც საბოლოოდ ვადამდელი არჩევნები და რეფორმები გამოიწვია. 1968 წლის მაისის მოვლენები შემდგომში ფრანგული და გლობალური სოციალური მოძრაობების სიმბოლოდ იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდული და მემარცხენე პროტესტის კონტექსტში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში (1968) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- 1968: ძალაუფლება – წარმოსახვას ჟურნალი „არილი“
- 68: სექსი და სოლიდარობა გადაცემა „ანარეკლები“, რადიო თავისუფლება