ნეაპოლი
|
ნეაპოლი Napoli | |||||
|
ნეაპოლის პანორამა | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
|---|---|---|---|---|---|
| რეგიონი | კამპანია | ||||
| კოორდინატები | 40°50′00″ ჩ. გ. 14°15′00″ ა. გ. / 40.83333° ჩ. გ. 14.25000° ა. გ. | ||||
| მმართველი | Gaetano Manfredi | ||||
| ფართობი | 117 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 17 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 908 082 კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 8214,9 კაცი/კმ² | ||||
| სატელეფონო კოდი | +39 81 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 80100 | ||||
| საავტომობილო კოდი | NA | ||||
| ოფიციალური საიტი | comune.napoli.it | ||||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 726 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ნეაპოლი (იტალ. Napoli, ნეაპ. Nàpule, ბერძ. Νέα Πόλις „ნეა პოლის“ — ახალი ქალაქი) — მეტროპოლიტანური ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით.
ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ნეაპოლის ყურეში, რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 190 კილომეტრში. ქალაქი მოქცეულია ორ ვულკანურ ტერიტორიას შორის: ვეზუვის მთასა და ფელეგრინის ველებს შორის. ვეზუვი უკანასკნელად 1944 წელს იყო აქტიური. ნეაპოლი მესამე ყველაზე დასახლებული ქალაქია იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ. 2025 წლის მონაცემებით, ნეაპოლის მოსახლეობა 908 082 ადამიანს შეადგენს. იტალურთან ერთად გავრცელებულია ნეაპოლური ენა.
ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელზეც სამი ხაზი და 31 სადგურია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და „ნეა პოლის“ (ახალი ქალაქი) უწოდეს. იგი საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა, როგორც რომის იმპერიის ცენტრალური პროვინცია. 1282-1816 წლებში ნეაპოლი ნეაპოლის სამეფოს დედაქალაქი იყო, შემდეგ ის შედიოდა სიცილიის სამეფოს შემადგენლობაში. 1980 წელს ქალაქი და მისი შემოგარენი დააზიანა მიწისძვრამ.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედებს ოპერის თეატრი სან-კარლო და ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.
ნეაპოლთანაა დაკავშირებული პიცის წარმოშობა. ცნობილია ამ ქალაქის კულტურა: ნეაპოლთან აკავშირებენ მადოლინის (მუსიკალური საკრავის) წარმოშობასაც. პოპულარულია ნეაპოლიტანური ფოლკლორული მუსიკაც. არსებობს მრავალი ფიგურა და ნიშანი, რომელიც ნეაპოლთან ასოცირდება: მთავარი წმინდანის — იანუარიუსის, Pulcinella-ს სიმბოლო და საყვირები.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ნეაპოლი“, რომელიც ძმებმა ლუმიერებმა გადაიღეს, მსოფლიოს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და, ამასთანავე, პირველი ფილმია, რომელშიც ნეაპოლის კადრებია ასახული. ქალაქზე გადაღებულია ფილმები: „ნეაპოლის ოქრო“ და „ოპერაცია წმინდა იანუარიუსი“.

ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 359.