შინაარსზე გადასვლა

ლევ ტოლსტოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევ ტოლსტოი
რუს. Лев Никола́евич Толсто́й[1] [2]
დაბადების თარიღი 28 აგვისტო (9 სექტემბერი), 1828[3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი იასნაია-პოლიანა, Krapivna Uyezd, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია[5] [10] [6] [11] [12]
გარდაცვალების თარიღი 7 (20) ნოემბერი, 1910[4] [6] [8] [9] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი Astapovo, რიაზანის გუბერნია, რუსეთის იმპერია[13] [14]
დასაფლავებულია იასნაია-პოლიანა
ფსევდონიმი Л. Н. Т. და Л. Н.[15]
საქმიანობა მწერალი[14] [16] [17] [18] [12] [19] , დრამატურგი[17] , ფილოსოფოსი[20] [16] [17] , რომანისტი, პედაგოგი, ესეისტი, საბავშვო მწერალი, დღიურის ავტორი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ესპერანტისტი, პაციფისტი[12] [19] , პოეტი[12] [19] და ნოველისტი
ენა ფრანგული ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია[21] [22]
ალმა-მატერი ყაზანის უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი და დრამა
Magnum opus ომი და მშვიდობა[23] , ანა კარენინა[23] , აღსარება, ღმერთის სამეფო ჩვენშია, რა არის ხელოვნება?, ყრმობა, ბავშვობა, ჰაჯი მურატი, კრეიცერის სონატა, აღდგომა, ქარბუქი, სადაც სიყვარულია, იქ არის ღმერთიც, ახალგაზრდობა, მამა სერგი, სევასტოპოლის მოთხრობები, განათლების ნაყოფი, What is my faith და ეშმაკი
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Medal For defence of Sebastopol, Medal In memory of Crimean War და Medal In memory of 50th anniversary of defence of Sevastopol[24]
მეუღლე სოფია ტოლსტაია[25] [12]
შვილ(ებ)ი სერგეი ტოლსტოი, ტატიანა სუხოტინა-ტოლსტაია[12] , ილია ტოლსტოი[12] , ლევ ტოლსტოი[26] , მარია ტოლსტაია, Andrey Tolstoy, Mikhail Tolstoy[12] და ალექსანდრა ტოლსტაია[12]
ნათესავ(ებ)ი Ilya Andreyevich Tolstoy, Tatyana Tolstoy-Paus, ნიკიტა ტოლსტოი, Fyokla Tolstaya, Viktoria Tolstoy, Пётр Олегович Толстой და Vladimir Tolstoy
ხელმოწერა
საიტი leotolstoy.blog

ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 აგვისტო], 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 20 ნოემბერი [ ძვ. სტ. 7 ნოემბერი], 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი.

დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა — გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა — მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 წელს უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველო და ქართველები. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.

1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაია-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაია-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ (1862). ჩამოაყალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ (1871-1872), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.

60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზაკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.

ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა „კრეიცერის სონატა“ (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა „მეუფება წყვდიადისა“ (1866), კომედია „განათლების ნაყოფი“ (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“ (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი „აღდგომა“ ([1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“ (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.

1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით „ლევ ტოლსტოის სიკვდილზე“.

  • ოჯახური ბედნიერება (1859)
  • ივან ლიჩის სიკვდილი (1886)
  • კრეიცერის სონატა (1889)
  • ჰაჯი-მურატი (1917)
  • ასათიანი ლ., ლევ ტოლსტოი და საქართველო, ტფ., 1936;
  • ლორთქიფანიძე ო., ლევ ტოლსტოი, თბ., 1979;
  • ნაკაშიძე ნ., ლევ ტოლსტოის ახლოს, თბ., 1954;
  • ღუდუშაური პ., დიდი რუსი მწერალი ლ. ნ. ტოლსტოი, თბ., 1953;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
  • Гусев Н. Н., Летопись жизни и творчества Льва Николаевича Толстого. 1828-1890, М., 1958; т. 2, 1891-1910, М., 1960;
  • Мотылева Т. Л., О мировом знаыени Л. Н. Толстого, М., 1957;
  • Мышковская Л. М., Творчество Л. Н. Толстого, М., 1958;
  • Талиашвили Г. М., Лев Толстой в Грузии, Тб., 1951;
  • ტალიაშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 14-15, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

კინოქრონიკა და აუდიო-ჩანაწერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ https://tass.ru/encyclopedia/person/tolstoy-lev-nikolaevich
  2. ↑ https://www.prlib.ru/history/1909746
  3. ↑ Bashkir Encyclopedia — Башкирская энциклопедия, 2005. — 4344 с.
  4. 1 2 Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
  5. 1 2 С. Венгеров Толстой, Лев Николаевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1901. — Т. XXXIII. — С. 448–457.
  6. 1 2 3 Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962.
  7. ↑ C. H. W. Tolstoy, Leo // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 26. — P. 1053–1061.
  8. 1 2 ПроДетЛит — 2019.
  9. 1 2 Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
  10. ↑ Толстой Лев Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. ↑ Morson G. S. Encyclopædia Britannica
  12. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Katalog der Deutschen Nationalbibliothek
  13. ↑ http://www.biography.com/people/leo-tolstoy-9508518
  14. 1 2 Archivio Storico Ricordi - digital collection
  15. ↑ Л. Н. История моего детства // Современник / под ред. А. С. Пушкин, П. А. Плетнёв, А. А. Краевский и др. — СПб: Панаев, Иван Иванович, Николай Алексеевич Некрасов, 1852. — Т. XXXI, вып. 9. — С. 5–104.
  16. 1 2 BeWeB
  17. 1 2 3 The Fine Art Archive — 2003.
  18. ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  19. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #11864291X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  20. ↑ http://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00472336.2012.740984
  21. ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/00905999708408490
  22. ↑ http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/13507486.2011.574682
  23. 1 2 https://www.biography.com/people/leo-tolstoy-9508518
  24. ↑ https://web.archive.org/web/20130511000305/http://historymania.info/view_post.php?id=141
  25. ↑ Rodovid — 2005.
  26. ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
  27. ↑ https://www.bloomsbury.com/uk/leo-tolstoy-9781472504845/ — ISBN 978-1-4411-1921-6