შინაარსზე გადასვლა

კვიპროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვიპროსის რესპუბლიკა
Κυπριακή Δημοκρατία (ბერძნული)
Kıbrıs Cumhuriyeti (თურქული)
კვიპროსი
კვიპროსის
დროშა გერბი
ჰიმნი: μνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν
თავისუფლების ჰიმნი
კვიპროსის მდებარეობა ევროპაში
კვიპროსის მდებარეობა
კვიპროსის მდებარეობა ევროპაში
კვიპროსის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ნიქოზია
35°10′ ჩ. გ. 33°22′ ა. გ. / 35.167° ჩ. გ. 33.367° ა. გ. / 35.167; 33.367
ოფიციალური ენა
უმცირესობის ენები
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი კვიპროსელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი
საკანონმდებლო ორგანო წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან
 -  ლონდონისა და ციურიხის შეთანხმებები 19 თებერვალი, 1959 
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება 16 აგვისტო, 1960 
 -  დამოუკიდებლობის დღე 1 ოქტომბერი, 1960 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ [ა] 9 251 კმ2 (162-ე)
 -  წყალი (%) 0.11
მოსახლეობა
 -  2021 აღწერა 923,272[1]
 -  სიმჭიდროვე 123.4 კაცი/კმ2 (82-ე)
მშპ (მუპ) 2025 შეფასება
 -  სულ $61.298 მილიარდი (126-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $65,088 (27-ე)
მშპ (ნომინალი) 2025 შეფასება
 -  სულ $38.736 მილიარდი (102-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $41,132 (26-ე)
ჯინი (2022)29.4[2]
დაბალი
აგი (2023) 0.913[3]
ძალიან მაღალი · 32-ე
ვალუტა ევრო (€) (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +357
ინტერნეტ-დომენი .cy [ბ]
ა. ^  მათ შორის ჩრდილოეთი კვიპროსი, გაეროს ბუფერული ზონა და აკროტირი და დეკელია.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

კვიპროსი (ბერძ. Κύπρος, თურქ. Kıbrıs), ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა (ბერძნ. Κυπριακή Δημοκρατία, თურქ. Kıbrıs Cumhuriyeti) — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.[4] კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ფართობის სიდიდით, ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. ის მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, სირიისა და ლიბანის დასავლეთით, ისრაელის ჩრდილო-დასავლეთით, ეგვიპტის ჩრდილოეთით და საბერძნეთის აღმოსავლეთით.

კვიპროსზე უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია. კვიპროსზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში სახლობდნენ მიკენიელი ბერძნები. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდ იმპერიებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ შორის: ნეო-ასურეთს, ძველ ეგვიპტეს და აქემენიანთა იმპერიას. ძვ. წ. 333 წელს ის ალექსანდრე დიდმა გაათავისუფლა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ის მოექცა პტოლემეების დინასტიის მმართველობაში. შემდგომში ის შედიოდა რომის, ბიზანტიის იმპერიების, ვენეციის რესპუბლიკის და ბოლოს 3 საუკუნის განმავლობაში 1571–1878 წლებში (დე იურე 1914 წლამდე)[5] ოსმალეთის შემადგენლობაში.

1878 წლიდან კვიპროსი მოექცა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, რომლისგანაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 1960 წელს მოიპოვა.[6] 1961 წელს ის შეუერთდა ერთა თანამეგობრობას. 1963 წელს დაიწყო 11-წლიანი ეთნიკური დაპირისპირება კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის. საბოლოოდ, დაპირისპირება 1974 წელს კვიპროსის გაყოფითა და ჩრდილოეთი კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.

კვიპროსს აქვს დე იურე სუვერენიტეტი, რომელიც ვრცელდება მთელს კუნძულზე და მის შემოგარენ წყლებზე, გარდა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების – აკროტირი და დეკელიასი. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი, ხოლო 2008 წლის 1 იანვარს შეუერთდა ევროზონას.

  • ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: ბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum. ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.

რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც დღემდე მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული.

კვიპროსი სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში, ის მხოლოდ იტალიის კუნძულებს — სიცილიასა და სარდინიას ჩამორჩება (როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მიხედვით). კვიპროსი არის მსოფლიოში 81-ე უდიდესი კუნძული ფართობის მიხედვით და 51-ე მოსახლეობის მიხედვით. კუნძულის მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 240 კმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიგანე 100 კმ-ს.

კვიპროსი დაშორებულია სირიის სანაპიროდან 105 კმ-ით (აღმ.), ლიბანის სანაპიროდან — 108 კმ-ით (აღმ), ისრაელიდან — 200 კმ-ით (სამხ-აღმ.), ეგვიპტიდან — 380 კმ-ით (სამხ.), საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან — 400 კმ-ით, ხოლო საბერძნეთის კონტინენტური ნაწილიდან — 800 კმ-ით (ჩრ-დას).

გეოპოლიტიკურად, კუნძული დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში კვიპროსის რესპუბლიკას უკავია კუნძულის დაახლოებით ორი მესამედი (59,74 %), ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას უკავია საერთო ფართობის დაახლოებით მესამედი (34,85 %), გაეროს მიერ კონტროლირებადი „მწვანე ზოლი”, რომელიც ბუფერულ ზონას წარმოადგენს და ორ მხარეს ერთმანეთისაგან ჰყოფს, კუნძულის ფართობის 2,67 %-ს იკავებს, ხოლო ბრიტანეთის საკუთრებაში არსებული ორი ბაზა — აკროტირი და დეკელია მოიცავს დარჩენილ 2,74 %-ს.

ნაპირები უმთავრესად დაბალია, ნაკლებად შეჭრილ-შემოჭრილი, ჩრდილოეთით ციცაბო, კლდოვანი. ჭარბობს მთიანი რელიეფი. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქრომიტები, რკინისა და სპილენძის მადანი, აზბესტი და სხვა. ჰავა სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის. დამახასიათებელია ცხელი (25-35 °C) ზაფხული და რბილი (10-15 °C), შედარებით წვიმიანი ზამთარი.

ფაუნის შემადგენლობაში 20 სახეობის ძუძუმწოვარი და 20-ზე მეტი სახეობის მობუდარი ფრინველია. გვხვდება სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი ქვეწარმავალი (30-ზე მეტი სახეობა). დაცულია გადაშენების პირას მყოფი ენდემური კვიპროსული ცხვარი (მუფლონი). კუნძულზე იზამთრებს მრავალი გადამფრენი ფრინველი. სანაპიროებზე ზღვის კუების რამდენიმე სახეობა (ჩვეულებრივი, მწვანე) დებს კვერცხებს.[7]

წინარე და ძველი ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხიროკიტიას არქეოლოგიური ძეგლი

მონადირე-შემგროვებელთა პირველი ჯგუფები კვიპროსზე დაახლოებით 13–12 ათასი წლის წინ (ძვ. წ. 11,000–10,000 წლებში) დასახლდნენ, რაც დადასტურებულია ისეთი არქეოლოგიური ძეგლების დათარიღებით, როგორიცაა ეტოკრემნოსი სამხრეთ სანაპიროზე და სანაპიროდან მოშორებული ვრეტსია რუდიასის ტერიტორია.[8] ადამიანის პირველი დასახლება ემთხვევა კვიპროსის ენდემური ძუძუმწოვრების — დაახლოებით 75 სმ სიმაღლის კვიპროსული ჯუჯა ჰიპოპოტამისა და დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის კვიპროსული ჯუჯა სპილოს — გადაშენებას, რომლებიც კუნძულზე ერთადერთი მსხვილი ძუძუმწოვრები იყვნენ.[9] ნეოლითური სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებები კუნძულზე ჩამოყალიბდა დაახლოებით 10,500 წლის წინ (ძვ. წ. 8500 წელს).[10]

კვიპროსზე, სხვა ნეოლითურ ძეგლზე, აღმოჩენილია ადამიანის სხეულთან ერთად დამარხული რვა თვის კატის ნაშთი.[11] სამარხი თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 7500 წლით, რაც უსწრებს ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვნად უფრო ადრეულ თარიღამდე წევს ადამიანის და კატის ურთიერთობის ყველაზე ადრეულ ცნობილ მაგალითს.[12] განსაკუთრებულად კარგად შემონახული ნეოლითური სოფელი ხიროკიტია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 6800 წლით.[13]

გვიან ბრინჯაოს ხანაში, დაახლოებით ძვ.წ. 1650 წლიდან, კვიპროსი (თანამედროვე წყაროებში მთლიანად ან ნაწილობრივ ალაშიად იდენტიფიცირებული) მეტად ინტეგრირდა ხმელთაშუა ზღვის ფართო სამყაროსთან, რაც განპირობებული იყო ტროდოსის მთებიდან მოპოვებული სპილენძის ვაჭრობით. ამ პროცესმა ხელი შეუწყო კუნძულზე ურბანიზებული დასახლებების განვითარებას. წერილობითი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ პერიოდში კვიპროსს მართავდნენ „მეფეები“, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები ხმელთაშუა ზღვის სხვა სახელმწიფოების მმართველებთან (მაგალითად, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონებთან, რაც ამარნას წერილებით დასტურდება).[14] კვიპროსელი მეფის პირველი დაფიქსირებული სახელი არის კუშმეშუშა, რომელიც გვხვდება ძვ. წ. XIII საუკუნეში უგარითიში გაგზავნილ წერილებში.[15]

ლემპაში ნაპოვნი ქალის ფიგურა, დაახ. ძვ. წ. 41, კვიპროსის მუზეუმი, ნიქოზია

ბრინჯაოს ხანის დასასრულს კუნძულმა განიცადა ბერძნული დასახლების ორი ტალღა.[16] პირველი ტალღა შედგებოდა მიკენელი ბერძენი ვაჭრებისგან, რომლებმაც კვიპროსის მონახულება დაახლოებით ძვ.წ. 1400 წლიდან დაიწყეს.[17][18][19] მიიჩნევა, რომ ბერძნული დასახლების მეორე და ძირითადი ტალღა განხორციელდა გვიან ბრინჯაოს ხანაში მიკენური საბერძნეთის კოლაფსის შემდეგ, ძვ. წ. 1100–1050 წლებში, და კუნძულის ძირითადად ბერძნული ხასიათი სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს.[19][20] კვიპროსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერძნულ მითოლოგიაში, როგორც აფროდიტესა და ადონისის დაბადების ადგილი, აგრეთვე როგორც მეფე კინირასის, ტეუკერისა და პიგმალიონის სამშობლო.[21] ლიტერატურული წყაროები მიუთითებენ ფინიკიელთა ადრეულ ყოფნაზე კიტიონში, რომელიც ძვ. წ. X საუკუნის დასაწყისში ტვიროსის კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[22] ზოგიერთი ფინიკიელი ვაჭარი, რომლებიც სავარაუდოდ ტვიროსიდან იყვნენ წარმოშობით, დასახლდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და გააფართოვა კიტიონის პოლიტიკური გავლენა.

კვიპროსი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს.[23][24][25] იგი ძვ. წ. 708 წლიდან დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში ნეო-ასურეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ეგვიპტის გავლენაში მოექცა და საბოლოოდ ძვ. წ. 545 წელს აქემენიანთა მმართველობის ქვეშ გადავიდა.[19] კვიპროსელები, სალამისის მეფე ონეზილოსის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ იონიურ ქალაქებში მცხოვრებ თანამემამულე ბერძნებს ძვ. წ. 499 წელს აქემენიანთა წინააღმდეგ მიმართულ წარუმატებელ იონიურ აჯანყებაში. აჯანყება ჩახშობილ იქნა, თუმცა კვიპროსმა შეძლო ავტონომიის მაღალი ხარისხისა და ბერძნულ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნება.[19]

სპარსული მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეინიშნებოდა კვიპროსელი მეფეების მმართველობის უწყვეტობა, ხოლო მათ მიერ წამოწყებულ აჯანყებებს მცირე აზიაში მყოფი სპარსი მმართველები ახშობდნენ, რაც მიუთითებს, რომ კვიპროსელები კუნძულს აქამენიანთა დიდ მეფესთან უშუალო ურთიერთობებით მართავდნენ და აქ არ არსებობდა სპარსული სატრაპია.[26] კვიპროსის სამეფოები სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიებით და ნახევრად ავტონომიური სტატუსით, თუმცა ისინი მაინც დიდი მეფის ბასალებად ითვლებოდნენ.[26]

კვიპროსი პტოლემეების სამეფოს შემადგენლობაში (ძვ. წ. 294-258)

ძვ. წ. 333 წელს, კუნძული ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, ხოლო კვიპროსის ფლოტმა ალექსანდრეს დახმარება გაუწია ტვიროსის ალყის დროს (ძვ. წ. 332 წელი). გარდა ამისა, ალექსანდრეს ჰყავდა ორი კვიპროსელი მხედართმთავარი — სტასანდერი და სტასანორი, ორივე სოლიდან, რომლებიც მოგვიანებით ალექსანდრეს იმპერიაში სატრაპებად დაინიშნენ. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, მისი იმპერიის დაყოფისა და შემდგომ მომხდარი შიდა ომების შედეგად, კვიპროსი შევიდა პტოლემეების დინაასტის სახელმწიფოს შემადგენლობაში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კუნძულის სრული ელინიზაცია. ძვ. წ. 58 წელს კვიპროსი რომის რესპუბლიკამ დაიპყრო და ძვ. წ. 22 წელს ჩამოყალიბდა, როგორც რომაული პროვინცია.[19]

286 წელს, რომის იმპერიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფის შემდეგ, კვიპროსი აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ასევე ცნობილი, როგორც ბიზანტიის იმპერია) შემადგენლობაში შევიდა; კუნძული ამ იმპერიის ნაწილად დაახლოებით 900 წლის განმავლობაში რჩებოდა. ბიზანტიური მმართველობის პირობებში, ანტიკურ ხანაში უკვე ჩამოყალიბებულმა ბერძნულმა ორიენტაციამ კიდევ უფრო განავითარა მძლავრი ელინისტურ-ქრისტიანული ხასიათი, რომელიც დღემდე წარმოადგენს ბერძენ კვიპროსელთა საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს.[27]

649 წლიდან კვიპროსი განიცდიდა ომაიანთა არაბული სახალიფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და დარბევებს. ბევრი მათგანი მოკლე და მცირე მასშტაბის რეიდი იყო, ზოგი კი — უფრო ფართომასშტაბიანი, რის შედეგადაც მრავალი კვიპროსელი დაიღუპა, ხოლო კუნძულის მნიშვნელოვანი სიმდიდრე გაიტაცეს ან გაანადგურეს.[27] ქალაქი სალამინი განადგურდა და აღარასდროს აღდგენილა.[19] ბიზანტიური კონტროლი უფრო მტკიცედ შენარჩუნდა კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მაშინ როდესაც არაბებს მეტი გავლენა ჰქონდათ სამხრეთში. 688 წელს იმპერატორმა იუსტინიანე II-მ და ხალიფა აბდ ალ-მალიქმა დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კვიპროსი თანაბარი ოდენობით ხარკს უხდიდა სახალიფოს და იმპერიას, რჩებოდა პოლიტიკურად ნეიტრალური, თუმცა ფორმალურად იმპერიის მიერ ადმინისტრირებულ პროვინციად ითვლებოდა. ამ პერიოდის ბიზანტიური ეკლესიები არ შემონახულა, კუნძული კი ეკონომიკური დაქვეითების ეტაპზე გადავიდა.[28] სრული ბიზანტიური მმართველობა აღდგა 965 წელს, როდესაც იმპერატორმა ნიკიფორე II ფოკამ ხმელეთსა და ზღვაზე გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვა.[19]

1156 წელს რენო დე შატიიონმა და კილიკიის სომეხთა მეფე თოროს II-მ განახორციელეს კვიპროსის სამკვირიანი სამხედრო ოკუპაცია და კუნძულის ძარცვა. მოსახლეობისგან ამოიღეს დიდი ხარკი, ტყვედ ჩაიგდეს მაღალი იერარქიის მქონე მოქალაქეები გამოსასყიდის მიღების მიზნით. ამან კუნძულის ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია, მის ეკონომიკას კი სერიოზული ზიანი მიაყენა. რამდენიმე ბერძენი მღვდელი აწამეს და კონსტანტინოპოლში გადაასახლეს.[29]

ფამაგუსტის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

1185 წელს ბიზანტიის იმპერიული ოჯახის წევრმა ისააკ კომნენოსმა დაიკავა კვიპროსი და გამოაცხადა მისი დამოუკიდებლობა იმპერიისგან. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლონგულმა კუნძული ისააკს წაართვა.[30] მან იგი გამოიყენა როგორც მნიშვნელოვანი სამხერო მომარაგების ბაზა, რომელიც შედარებით დაცული იყო სარკინოზთა თავდასხმებისგან. ერთი წლის შემდეგ რიჩარდმა კუნძული ტამპლიერ რაინდებს მიჰყიდა, რომლებმაც, სისხლიანი აჯანყების შემდეგ, ის თავის მხრივ მიჰყიდეს გი დე ლუზინიანს. მისი ძმა და მემკვიდრე, ამორი, საღვთო რომის იმპერატორმა ჰაინრიხ VI-მ კვიპროსის მეფედ აღიარა.[19]

ნიქოზიის ვენეციური კედლები

1473 წელს ლუზინიანთა დინასტიის უკანასკნელი მეფის, ჟაკ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კვიპროსი ვენეციის რესპუბლიკამ დაიპყრო, ხოლო გარდაცვლილი მეფის ვენეციელი მეუღლე, დედოფალი კატერინა კორნარო, ფორმალურ მმართველად დარჩა. ვენეციამ კვიპროსის სამეფო ოფიციალურად 1489 წელს მიიერთა, კატერინას გადადგომის შემდეგ.[19] ვენეციელებმა გაამაგრეს ნიქოზია, ააგეს რა მისი თავდაცვითი კედლები, და იგი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქციეს. ვენეციური მმართველობის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია ხშირად ახორციელებდა თავდასხმებს კვიპროსზე. 1538 წელს ოსმალებმა გაანადგურეს ლიმასოლი, რის შედეგადაც, მოსალოდნელი თავდასხმის შიშით, ვენეციელებმა ასევე გაამაგრეს ფამაგუსტა და კირენია.[19]

ოსმალეთის კვიპროსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1570 წელს ოსმალეთის იმპერიამ 60,000-იანი არმია ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა კვიპროსზე და, მიუხედავად ნიქოზიისა და ფამაგუსტას მოსახლეობის ძლიერი წინააღმდეგობისა, კუნძული ოსმალთა კონტროლის ქვეშ მოაქცია. კვიპროსის დაპყრობისას ოსმალურმა ძალებმა მრავალი ბერძენი და სომეხი ქრისტიანი მცხოვრები მოკლეს.[31] ლათინური ელიტა განადგურდა და ანტიკური ხანის შემდეგ პირველად განხორციელდა მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილება მუსლიმური თემის ჩამოყალიბებით.[32] დაპყრობაში მონაწილე ჯარისკაცები კუნძულზე დასახლდნენ, ხოლო ანატოლიიდან ჩამოასახლეს თურქი გლეხები და ხელოსნები.[33] ეს ახალი საზოგადოება ასევე მოიცავდა ანატოლიიდან გამოძევებულ ტომებს, სხვადასხვა „არასასურველ“ პირსა თუ მუსლიმურ სექტათა წარმომადგენლებს, აგრეთვე კუნძულზე ახლად გამოსულიმანებულ მოსახლეობას.[34]

ბუიუქ ჰანი, ქარვასლა ნიქოზიაში, ოსმალური არქიტექტურის ნიმუში

ოსმალებმა გააუქმეს მანამდე არსებული ფეოდალური სისტემა და კვიპროსში დანერგეს მილეთის სისტემა, რომლის მიხედვითაც არამუსლიმი მოსახლეობა საკუთარ რელიგიურ წინამძღოლებს ექვემდებარებოდა. ლათინური მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, კვიპროსის ეკლესიის მეთაური იყო ბერძენ კვიპროსელთა მოსახლეობის წინამძღოლი და იყო შუამავალი ქრისტიან ბერძენ კვიპროსელებსა და ოსმალურ ხელისუფლებას შორის. ამ სტატუსის დახმარებით, კვიპროსის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კუნძულზე კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიის მცდელობები აღკვეთა.[35] კვიპროსზე ოსმალური მმართველობა ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ კი მჩაგვრელი იყო; ეს დამოკიდებული იყო სულთნებისა და ადგილობრივი მოხელეების ხასიათსა და პოლიტიკაზე.[36]

ოსმალური მმართველობის პერიოდში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეფარდება მუდმივად იცვლებოდა. 1777–1778 წლებში 47,000 მუსლიმი კუნძულის 37,000 ქრისტიანს აღემატებოდა.[37] 1872 წლისთვის კუნძულის მოსახლეობა 144,000-მდე გაიზარდა, რომელთაგან 44,000 მუსლიმი და 100,000 ქრისტიანი იყო.[38] მუსლიმი მოსახლეობის ეს რიცხვი ასევე მოიცავს იმ ქრისტიანებს, რომლებმაც ფორმალურად მიიღეს ისლამი, თუმცა შინაგანად დარჩნენ ქრისტიანებად.[39]

1703 წლის გრავიურა, რომელზეც ასახულია ქალაქი ფამაგუსტა

1821 წელს, საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების შემდეგ, მრავალმა ბერძენმა კვიპროსელმა თანამემაულეების დასახმარებლად საბერძნეთს მიაშურა. ამის საპასუხოდ, კვიპროსის ოსმალმა მმართველმა დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა 486 გამოჩენილი ბერძენი კვიპროსელი, მათ შორის კვიპროსის არქიეპისკოპოსი კიპრიანოსი და ოთხი სხვა ეპისკოპოსი.[40] 1828 წელს საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი იოანის კაპოდისტრიასი კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების მოთხოვნით გამოვიდა; კუნძულზე მოხდა მრავალი მცირე არეულობა.[41] აჯანყებები მოაწყეს ოსმალური მმართველობით უკმაყოფილო როგორც ბერძენმა, ასევე — თურქმა კვიპროსელებმა, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებული იყო. ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი უღელი, მოსახლეობის უმეტესობის სიღარიბე და გადასახადების მუდმივი კრეფა კიდევ უფრო აღვივებდა ბერძნული ნაციონალიზმს და XX საუკუნისათვის, კვიპროსის საბერძნეთის სამეფოსთან შეერთების იდეა მტკიცედ იყო ჩამოყალიბებული.[36]

ოსმალური მმართველობის დროს კვიპროსზე წერა-კითხვის ცოდნის დონე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოსმალური მმართველობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდაა, ხოლო XX საუკუნეში სწრაფად გაუმჯობესდა.[42]

ბრიტანული კვიპროსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიქოზიაში ბრიტანული დროშის აღმართვა 1878 წლის 12 ივლისს

რუსეთ-ოსმალეთის ომისა (1877-1878) და ბერლინის კონგრესის შედეგად კვიპროსი ფაქტობრივად გადაეცა ბრიტანეთის იმპერიას იმ პირობით, რომ იგი ოსმალეთის იმპერიას შესაძლო რუსული აგრეესიისგან დაიცავდა.[19] კვიპროსი იურიდიულად ოსმალეთის ტერიტორიად დარჩა 1914 წლის 5 ნოემბრამდე.[43]

ბრიტანეთი კუნძულს თავისი კოლონიური მარშრუტების დასაცავად იყენებდა. მიიჩნეოდა სუეცის არხისკენ მიმავალ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საზღვაო წერტილად, რომელზეც თავის მხრივ, ინდოეთისკენ მისასვლელი მთავარი გზა გადიოდა. მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომში ბრიტანეთის მტრების მხარეზე ჩაერთო, 1914 წლის 5 ნოემბერს ბრიტანეთმა კვიპროსი ოფიციალურად მიიერთა ეგვიპტესა და სუდანთან ერთად.[43][19]

1915 წლის ოქტომბერში ბრიტანეთმა კვიპროსი საბერძნეთს შესთავაზა იმ პირობით, რომ ის 1913 წელს დადებული ბერძნულ-სერბული პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, სერბეთს ჯარებს მიაშველებდა და ამით, ომში ბრიტანეთის მხარეზე ჩაერთვებოდა.[44] შეიქმნა „ენოსის“ იდეის განხორციელების საშუალება, თუმცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდროს ზაიმისის ადმინისტრაციამ ბრიტანეთის შემოთავაზება უარყო.[44][44]

1923 წელს ლოზანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ახლადშექმნილმა თურქეთის რესპუბლიკამ კვიპროსის დათმობა აღიარა[45] და 1925 წელს იგი ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.[19] მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ბერძენი და თურქი კვიპროსელი ბრიტანულ პოლკში მსახურობდა.

ბერძენ კვიპროსელ მოსახლეობაში თანდათანობით ჩნდებოდა იმედი, რომ ბრიტანული ადმინისტრაცია კუნძულს საბერძნეთთან „ენოსისკენ“ (შეერთება) გაუძღვებოდა. „ენოსის“ იდეა თავის მხრივ, კიდევ უფრო ფართო ირედენტისტული „დიდი იდეის“ ნაწილი იყო, — ბერძნული სახელმწიფოს დიდი პოლიტიკური ამბიცია, რომელიც გულისხმობდა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ბერძნებით დასახლებული ტერიტორიების შემოერთებას, მათ შორის კვიპროსისა და მცირე აზიის ტერიტორიებისა და დედაქალაქის კონსტანტინოპოლში გადატანას. კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებს საბერძნეთში ჰქონდათ განათლება მიღებული, მხარს უჭერდა ამ იდეის განხორციელებას. ეს რელიგიური მოხელეები და ბერძენი სამხედრო ოფიცერები მოგვიანებით გასამხედროებულ ორგანიზაცია „EOKA-ს“ (კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია) დააფუძნებენ.[46][47] ბერძენი კვიპროსელები კუნძულს ისტორიულ ბერძნულ მიწად განიხილავდნენ და საბერძნეთთან შეერთებას ბუნებრივ უფლებად მიიჩნევდნენ.[48] 1950-იან წლებში „ენოსი“ ბერძნული სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი გახდა.[49]

ბერძნების დემონსტრაცია „ენოსის“ მოთხოვნით, 1930 წელი

თავდაპირველად, თურქ კვიპროსელთა ნაწილი ბრიტანული მმართველობის გაგრძელებას ემხრობოდა.[50] ისინი აღელვებით შეხვდნენ ბერძენ კვიპროსელთა მოწოდებებს „ენოსის“ შესახებ. მათ ახსოვდათ კრეტის საბერძნეთთან შეერთება, რამაც კრეტელი თურქების გადინება გამოიწვია, ამიტომ, “EOKA“-ს მოთხოვნების საპასუხოდ, კუნძულის გაყოფის პოზიციას მიემხრნენ.[51][52][53] თურქ კვიპროსელებს თავი კუნძულის განცალკევებულ ეთნიკურ ჯგუფად მიაჩნდათ და თვლიდნენ, რომ თვითგამორკვევის უფლება ჰქონდათ.[48] ამასთან, 1950-იან წლებში თურქი პოლიტიკოსი და პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესმა კვიპროსს „ანატოლიის გაგრძელებად“ მიიჩნევდა, უარყოფდა მისი ეთნიკური ნიშნით გაყოფას და კუნძულის მთლიანად თურქეთთან მიერთებას უჭერდა მხარს. მათი ნაციონალისტური ლოზუნგები ეფუძნებოდა იდეას, რომ „კვიპროსი თურქეთია“, ხოლო მმართველი პარტია აცხადებდა, რომ კუნძული თურქეთის ნაწილი იყო და მას მისი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ თურქი კვიპროსელები კუნძულის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ და ამდენად, ანექსია რეალისტური არ იყო, ეროვნული პოლიტიკა გაყოფისკენ შეიცვალა. ლოზუნგი „გაყოფა ან სიკვდილი“ თურქ კვიპროსელთა პროტესტებში ხშირად გამოიყენებოდა 1950-იანი წლების ბოლოში და 1960-იანი წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ციურიხისა და ლონდონის კონფერენციების შემდეგ თურქეთი თითქოსდა აღიარებდა კვიპროსის სახელმწიფოს არსებობას და კუნძულის გაყოფის პოლიტიკას ფორმალურად ჩამოშორდა, თურქ და თურქ კვიპროსელ ლიდერთა მიზნად მაინც რჩებოდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოს შექმნა.[54][55]

1950 წლის იანვარში კვიპროსის ეკლესიამ სასულიერო პირების ზედამხედველობით და თურქ კვიპროსელთა მონაწილეობის გარეშე რეფერენდუმი მოაწყო,[56] რომელშიც მონაწილე ბერძენ კვიპროსელთა 96%-მა „ენოსის“ სასარგებლოდ მისცა ხმა.[57][58] იმ დროისთვის ბერძნები კუნძულის მთლიანი მოსახლეობის 80.2%-ს შეადგენდნენ (1946 წლის აღწერით). ბრიტანეთის ადმინისტრაციამ წინადადება წამოაყენა შეზღუდულ ავტონომიაზე კონსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ის უარყოფილ იქნა. 1955 წელს დაარსდა „კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია“ (EOKA), რომელიც შეიარაღებული ბრძოლის გზით საბერძნეთთან შეერთებას ისახავდა მიზნად. ამავე დროს თურქი კვიპროსელების მიერ შეიქმნა თურქული წინააღმდეგობის ორგანიზაცია (TMT), რომელიც „თაქსიმს“, ანუ კუნძულის გაყოფას მოითხოვდა.[59] ბრიტანელმა მოხელეებმა ამ ორგანიზაციის შექმნას ხელი არ შეუშალეს, რადგან შიშობდნენ, რომ ეს ბრიტანეთ-თურქეთის ურთიერთობებს დააზიანებდა.[55]

დამოუკიდებელი კვიპროსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის 16 აგვისტოს, EOKA-ს შეიარაღებული კამპანიის და ციურიხისა და ლონდონის ხელშეკრულების თანახმად, კვიპროსი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა (1963 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება 1 ოქტომბერს).[6] იმ დროისთვის კუნძულის მთლიანი მოსახლეობა 573,566 ადამიანი იყო, საიდანაც 442,138 (77.1%) ბერძენი, 104,320 (18.2%) თურქი და 27,108 (4.7%) სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.[60] ბრიტანეთი დარჩა აკროტირიისა და დეკელიის ორი სუვერენული ბაზის მფლობელი, ხოლო სამთავრობო და საჯარო თანამდებობები ეთნიკური კვოტების მიხედვით განაწილდა, რაც თურქულ უმცირესობას პარლამენტსა და მთავრობაში ადგილების 30%-ს და მუდმივი ვეტოს უფლებას ანიჭებდა, ასევე სამი სახელმწიფოსგან (საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი) იღებდა გარანტიებს. იმავე წლის სექტემბერში კვიპროსი გაეროს წევრი გახდა.

თუმცა, კონსტიტუციით განსაზღვრულმა ძალაუფლების განაწილებამ მალე იურიდიული შეუთანხმებლობა და ორივე მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა, შესაბამისად, საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო დახმარებით, კვლავ დაიწყეს მზადება. ბერძენ კვიპროსელთა ლიდერებს მიაჩნდათ, რომ 1960 წლის კონსტიტუცია თურქ კვიპროსელებს ზედმეტად ფართო უფლებებს ანიჭებდა. მათ შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციის ბერძენ კვიპროსელთა სასარგებლოდ გადაწერა, საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება ცვლილებების სისწორეში, და თურქი კვიპროსელების ძალადობრივი დაქვემდებარება, თუ ისინი გეგმას არ მიიღებდნენ.[61] ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც კვიპროსის პრეზიდენტი, მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III, კონსტიტუციის ცვლილებების მოთხოვნით გამოვიდა. მოთხოვნა უარყვეს თურქეთმა და თურქმა კვიპროსელებმა.[61]

ეთნიკური კონფლიქტი 1963 წლის 21 დეკემბერს გაღვივდა, როდესაც ბერძენ კვიპროსელთა პოლიციის მოქმედების შედეგად ორი თურქი კვიპროსელი დაიღუპა. განვითარებული კონფლიქტის შედეგად, 364 თურქი კვიპროსელი და 174 ბერძენი კვიპროსელი დაიღუპა,[62] 109 თურქული ან შერეული სოფელი გაანადგურდა, მოხდა 25,000–30,000 თურქის იძულების წესით გადაადგილება. კრიზისის შედეგად, თურქებმა ანკლავებში დაიწყეს ცხოვრება, მათმა წარმომადგენლობამ კი სამთავრობო პოზიციები დატოვა. რესპუბლიკის სტრუქტურა პრეზიდენტ მაკარიოსის მიერ, ერთპიროვნულად შეცვალა, ნიქოზია კი მწვანე ხაზით გაიყო, სადაც გაეროს სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

გაყოფილი კვიპროსის რუკა

1974 წლის 15 ივლისს, საბერძნეთის მმართველმა ხუნტამ დიმიტრიოს იოანიდისის ხელმძღვანელობით, კვიპროსზე სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის მიზანი კუნძულის საბერძნეთთან შეერთება იყო. გადატრიალებამ დაამხო პრეზიდენტი მაკარიოს III და მის ნაცვლად ხელისუფლებაში მოიყვანა „ენოსის“ მხარდამჭერი ნაციონალისტი ნიკოს სამპსონი.[63] გადატრიალების საპასუხოდ, ხუთი დღის შემდეგ, 1974 წლის 20 ივლისს, თურქეთის არმია კუნძულზე შეიჭრა და ეს ნაბიჯი 1960 წლის გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის უფლებაზე დაყრდნობით გაამართლა. ეს არგუმენტი გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო.[64]

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვიპროსზე ბერძნული პოზიციები დაბომბეს, ხოლო პარაშუტისტები ნიქოზიასა და კირენიას შორის მდებარე ტერიტორიაზე დაეშვნენ, სადაც უკვე განლაგებულნი იყვნენ კარგად შეიარაღებული თურქი კვიპროსელები; პარალელურად, კირენიის სანაპიროსთან თურქულმა ხომალდებმა გადმოსხა 6,000 ჯარისკაცი, აგრეთვე ტანკები, სატვირთო მანქანები და ჯავშანტექნიკა.[65][66]

სამი დღის შემდეგ, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.[67] ამ დროისთვის, თურქეთის კონტროლქვეშ იყო მოქცეული კირენია, კირენიასა და ნიქოზიას დამაკავშირებელი კორიდორი, საკუთვრივ ნიქოზიის თურქული კვარტალი.[67] ათენის ხუნტა, ხოლო შემდეგ კვიპროსში სამპსონის რეჟიმი დაემხო. ნიქოზიაში გლაფკოს კლირიდისმა დროებით პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.[67] თუმცა ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის მთავრობამ კირენიის პლაცდარმი გააძლიერა და 14 აგვისტოს მეორე შეჭრა დაიწყო.[68] ამ შეჭრის შედეგად მორფუ, კარპასი, ფამაგუსტა და მესაორია თურქეთის კონტროლის ქვეშ მოექცა.

საერთაშორისო ზეწოლამ ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია და იმ დროისთვის კუნძულის 36% თურქების მიერ იყო დაკავებული, ხოლო 180,000 ბერძენი კვიპროსელი ჩრდილოეთში მდებარე საკუთარი სახლებიდან განიდევნა.[69] ამავე დროს, დაახლოებით 50,000 თურქი კვიპროსელი გადასახლდა ჩრდილოეთში და ისინი ბერძნებისგან გამოთავისულებულ სახლებში დაფუძნდნენ.

მოგვიანებით (1983) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ თურქეთს ჰყავს აღიარებული.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსის რესპუბლიკა იყოფა 6 რაიონად (ბერძ. επαρχίες, ეპარქია).

  • ნიქოზია (Λευκωσία ლევქოზია, თურქ. ლევკოშა) — იყოფა ბერძნულ და თურქულ სექტორებად;
  • კირენია (Κερύvεια, თურქ. გირნე) — მთლიანად თურქულ სექტორშია;
  • ლარნაკა (Λάρνακα, თურქ. იშქელე) — ბერძნული სექტორი, მცირე ნაწილი თურქულ სექტორში;
  • ლიმასოლი (Λεμεσός ლემესოსი) — ბერძნული სექტორი;
  • პაფოსი (Πάφος, თურქ. ბაფი) — ბერძნული სექტორი;
  • ფამაგუსტა (Αμμόχωστος ამოხოსტოსი, თურქ. გაზიმაგუშა (მაგუშა) — უდიდესი ნაწილი მდებარეობს თურქულ სექტორში, სამხრეთი ნაწილი ბერძნულ სექტორში.
1960 წლის ეთნოგრაფიული რუკა.

2001 წლის CIA World Factbook-ის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობის 77% შეადგენდა ბერძენს, ხოლო 18% თურქს.[70] 2011 წლის აღწერის მიხედვით კუნძულზე ასევე 10,520 რუსი ცხოვრობდა.[71][72][73][74]

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთლიან კუნძულზე პირველი აღწერა ჩტარდა 1960 წელს, რომლის მიხედვითაც მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 573 566 ადამიანს, საიდანაც 442 138 (77,1 %) იყო ბერძენი, 104 320 (18,2 %) თურქი, და 27 108 (4,7 %) სხვა ეროვნების.[75]

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მონაცემებით 2010 წელს კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 1,1 მილიონს,[76] რომელთაგანაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები დაახლოებით 300 000 ადამიანი დაბადებულია თურქეთში.[77]

კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ლიმასოლი (101 000), სტროვოლოსი (67 904), ნიქოზია (55 014), ლარნაკა (51 468), ლაკატამია (38 435), პაფოსი (32 892).

კიკოსის მონასტერი

კვიპროსზე მაცხოვრებელი თითქმის ყველა ბერძენი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია[78][79], ხოლო თურქების უმეტესობა სუნიზმის წარმომადგენელია. 2005 წლის Eurobarometer-ის მიხედვით,[80] კვიპროსი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური სახელმწიფოა. კვიპროსის პირველი პრეზიდენტი მაკარიოს III იყო მთავარეპისკოპოსი. კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი მთავარი არის ქრიზოსტომოს II.

ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ლარნაკას მლაშე ტბასთან არის სუნიტების მესამე ყველაზე წმინდა ადგილი[81][82] და წარმოადგენს მოლოცვის საგანს როგორც მუსლიმანების[83] ასევე ქრისტიანებისთვისაც.[84]

საგზაო ნიშნები ბერძნულად და ინგლისურად.

კვიპროსს აქვს ორი ოფიციალური ენა, ბერძნული და თურქული.[85] სომხური და კვიპროსულ-არაბული არის აღიარებული როგორც უმცირესობის ენები.[86][87] მიუხედავად ოფიციალური სტატუსის არქონისა სალაპარაკოდ ინგლისური ფართოდ გამოიყენება. ინგლისური გამოიყენება გზების აღნიშვნებზა, რეკლამებში და ა.შ.[88] ბრიტანული მმართველობის პერიოდში ინგლისური იყო ერთადერთი ოფიციალური ენა, ასევე დე ფაქტო 1986 წლამდე გამოიყენებოდა სასამართლოში, ხოლო საკანონმდებლო საქმიანობაში 1996 წლამდე.[89] ბერძნული მოსახლეობის 80,4%-სთვის ინგლისური წარმოადგენს მეორე ენას.[90] ქვეყნის უმცირესობებში ფართოდ გამოიყენება რუსული ენა. ასევე მოსახლეობის 12 % საუბრობს ფრანგულად, ხოლო 5 % გერმანულად.[91]

კვიპროსის არარეზიდენტი უდიდესი ჯგუფები
ეროვნებარაოდენობა (2011)
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი29 321
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო24 046
რუმინეთის დროშა რუმინეთი23 706
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი18 536
ფილიპინების დროშა ფილიპინები9413
რუსეთის დროშა რუსეთი8164
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა7269
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი7028
სირიის დროშა სირია3054
ინდოეთის დროშა ინდოეთი2933

ტურიზმს კვიპროსის ეკონომიკაში დომინანტი როლი უკავია.[92] 2006 წელს, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10,7 % შეადგინა. მასში დასაქმებული იყო 113 000 ადამიანი.

კვიპროსში, მსოფლიოში მე-40 ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქვეყანაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის.[93]

1975 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შექმნისთანავე კვიპროსი მისი სრულუფლებიანი წევრი გახდა.[94]

2011 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით კვირპროსს 24-ე ადგილი უკავია. ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, კვიპროსს მსოფლიოში 1-ლი ადგილი უკავია.[95]

ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსი, ტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.

ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.

ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე-სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით, სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.

მართლმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა „ფანჯარას“ უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დაბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.

ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა: კარგი და უფრო კარგი.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Census of Population and Housing 2021, Preliminary Results by District, Municipality/Community. Statistical Service of Cyprus (4 August 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2022. ციტირების თარიღი: 4 August 2023
  2. ↑ Gini coefficient of equivalised disposable income – EU-SILC survey. Eurostat (28 June 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2020. ციტირების თარიღი: 10 August 2023
  3. ↑ Human Development Report 2025. United Nations Development Programme (6 May 2025). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2025.
  4. ↑ UN classification of world regions.
  5. ↑ Articles 20 and 21 of the Treaty of Lausanne (1923)
  6. 1 2 Cyprus date of independence დაარქივებული 2006-06-13 საიტზე Wayback Machine. (click on Historical review)
  7. ↑ Алексеева Н. Н., КИПР დაარქივებული 2019-07-05 საიტზე Wayback Machine. : Природа // Большая российская энциклопедия. Том 13. Москва, 2009, стр. 728
  8. ↑ Tsakalos, Evangelos; Efstratiou, Nikos; Bassiakos, Yannis; Kazantzaki, Maria; Filippaki, Eleni (2021-08-01). „Early Cypriot Prehistory: On the Traces of the Last Hunters and Gatherers on the Island—Preliminary Results of Luminescence Dating“. Current Anthropology (ინგლისური). 62 (4): 412–425. doi:10.1086/716100. ISSN 0011-3204. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  9. ↑ (2001) რედ. Stuart Swiny: The Earliest Prehistory of Cyprus: From Colonization to Exploitation. Boston, MA: American Schools of Oriental Research. 
  10. ↑ Bar-Yosef Mayer, Daniella E.; Kahanov, Yaacov; Roskin, Joel; Gildor, Hezi (2015-09-02). „Neolithic Voyages to Cyprus: Wind Patterns, Routes, and Mechanisms“. The Journal of Island and Coastal Archaeology (ინგლისური). 10 (3): 412–435. doi:10.1080/15564894.2015.1060277. ISSN 1556-4894. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  11. ↑ Wade, Nicholas (29 ივნისი, 2007). „Study Traces Cat's Ancestry to Middle East“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  12. ↑ Walton, Marsha (9 April 2004). „Ancient burial looks like human and pet cat“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  13. ↑ Simmons, A. H. Faunal extinction in an island society: pygmy hippopotamus hunters of Cyprus. New York: Springer 1999, p. 15. დაარქივებული 12 April 2016 საიტზე Wayback Machine.
  14. ↑ Knapp, A. Bernard; Meyer, Nathan (2023-07-01). „Merchants and Mercantile Society on Late Bronze Age Cyprus“. American Journal of Archaeology (ინგლისური). 127 (3): 309–338. doi:10.1086/724597. ISSN 0002-9114. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  15. ↑ Eric H. Cline (22 September 2015). 1177 B.C.: The Year Civilization Collapsed. Princeton University Press. ISBN 978-1-4008-7449-1. 
  16. ↑ Thomas, Carol G. and Conant, Craig: The Trojan War, pp. 121–122. Greenwood Publishing Group, 2005. ISBN 0-313-32526-X, 9780313325267.
  17. ↑ Andreas G. Orphanides, "Late Bronze Age Socio-Economic and Political Organization, and the Hellenization of Cyprus", Athens Journal of History, volume 3, number 1, 2017, pp. 7–20
  18. ↑ A.D. Lacy. Greek Pottery in the Bronze Age. Taylor & Francis, გვ. 168. 
  19. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 Solsten, Eric. (January 1991) Cyprus : a country study. Washington, D.C. : Federal Research Division, Library of Congress : For sale by the Supt. of Docs., U.S. G.P.O., [1993]. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 29, 2025.
  20. ↑ Thomas, Carol G. The Trojan War. Santa Barbara, CA, US: Greenwood Publishing Group 2005. p. 64. დაარქივებული 3 December 2015 საიტზე Wayback Machine.
  21. ↑ Stass Paraskos, The Mythology of Cyprus (London: Orage Press, 2016) p.1f
  22. ↑ Hadjisavvas, Sophocles (2013). The Phoenician Period Necropolis of Kition, Volume I. Shelby White and Leon Levy Program for Archaeological Publications, გვ. 1. 
  23. ↑ Getzel M Cohen (1995). The Hellenistic Settlements in Europe, the Islands and Asia Minor. University of California Press, გვ. 35. ISBN 978-0-520-91408-7. 
  24. ↑ Charles A. Stewart. (2008) Domes of Heaven: The Domed Basilicas of Cyprus. ProQuest LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2025. ციტირების თარიღი: September 15, 2025
  25. ↑ (2010) Cyprus. Marshall Cavendish, გვ. 23. ISBN 978-0-7614-4855-6. 
  26. 1 2 Parpas, Andreas P.. Alexander the Great and the Kingdoms of Cyprus – a Reconsideration (19 October 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2022. ციტირების თარიღი: 7 August 2022
  27. 1 2 Keefe, Eugene K.; Solsten, Eric (1993). "Historical Setting". In Solsten, Eric (ed.). Cyprus: A Country Study, (Fourth ed.). Washington, D.C.: Federal Research Division, Library of Congress. pp. 10–12. ISBN 0-8444-0752-6.
  28. ↑ Metcalf, David Michael (2009). Byzantine Cyprus, 491–1191. Cyprus Research Centre, გვ. 32–33; 427–421. 
  29. ↑ Norwich, J. J. (1995) Byzantium: The Decline and Fall. London: Viking, p. 121
  30. ↑ Riddle, J.M. A History of the Middle Ages. Lanham, MD, US: Rowman & Littlefield 2008. p. 326. დაარქივებული 15 September 2015 საიტზე Wayback Machine.
  31. ↑ Cyprus: A Country Study. GPO for the Library of Congress (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2013. ციტირების თარიღი: 16 April 2013
  32. ↑ Mallinson, William (30 June 2005). Cyprus: A Modern History. I. B. Tauris, გვ. 1. ISBN 978-1-85043-580-8. 
  33. ↑ Orhonlu, Cengiz (2010), „The Ottoman Turks Settle in Cyprus“, Inalcık, Halil, The First International Congress of Cypriot Studies: Presentations of the Turkish Delegation, Institute for the Study of Turkish Culture, p. 99
  34. ↑ Jennings, Ronald (1993), Christians and Muslims in Ottoman Cyprus and the Mediterranean World, 1571–1640, New York University Press, p. 232, ISBN 978-0-8147-4181-8
  35. ↑ Mallinson, William. Cyprus a Historical Overview (Chipre Una Visión Historica) es (PDF). Ministry of Foreign Affairs of the Republic of Cyprus website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2013. ციტირების თარიღი: 22 September 2012
  36. 1 2 Cyprus – Ottoman Rule დაარქივებული 17 January 2013 საიტზე Wayback Machine. , U.S. Library of Congress
  37. ↑ Hatay, Mete (2007), Is the Turkish Cypriot population shrinking?, International Peace Research Institute, p. 19, ISBN 978-82-7288-244-9, http://www.prio.org/Global/upload/Cyprus/Publications/Is%20the%20Turkish%20Cypriot%20Population%20Shrinking.pdf. წაკითხვის თარიღი: February 4, 2026 დაარქივებული 2 July 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  38. ↑ Osmanli Nufusu 1830–1914 by Kemal Karpat, ISBN 975-333-169-X and Die Völker des Osmanischen by Ritter zur Helle von Samo.
  39. ↑ Ronald Jennings (1 August 1992). Christians and Muslims in Ottoman Cyprus and the Mediterranean World, 1571–1640. NYU Press, გვ. 596–. ISBN 978-0-8147-4318-8. 
  40. ↑ Mirbagheri, Farid (2010) Historical dictionary of Cyprus, [Online-Ausg.]., Lanham, Md. [u.a.]: Scarecrow Press, გვ. xxvii, 124. ISBN 978-0-8108-6298-2. 
  41. ↑ (2005) Cyprus: a modern history. I.B.Tauris, გვ. 10. ISBN 978-1-85043-580-8. 
  42. ↑ Baten, Jörg (2016). A History of the Global Economy. From 1500 to the Present.. Cambridge University Press, გვ. 51. ISBN 978-1-107-50718-0. 
  43. 1 2 Treaty of Lausanne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2013.
  44. 1 2 3 Stavridis, Stavros Terry (31 July 1993), Greek-Cypriot Enosis of October 1915: "A Lost Opportunity?". La Trobe University. p. 289. Retrieved 5 August 2024.
  45. ↑ Xypolia, Ilia (2011). „'Cypriot Muslims among Ottomans, Turks and British“. Bogazici Journal. 25 (2): 109–120. doi:10.21773/boun.25.2.6. ISSN 1300-9583.
  46. ↑ Ker-Lindsay, James (2011) The Cyprus Problem: What Everyone Needs to Know. Oxford University Press, გვ. 14–5. ISBN 978-0-19-975716-9. „They hoped that the transfer of administration would pave the way for the island to be united with Greece—an aspiration known as 'enosis'. At the time, these calls for enosis were not just limited to Cyprus. Instead, Cyprus was part of a wider political movement ... This overarching political ambition was known as the Megali Idea (Great Idea).“ 
  47. ↑ Lange, Matthew (2011) Educations in Ethnic Violence: Identity, Educational Bubbles, and Resource Mobilization. Cambridge University Press, გვ. 88. ISBN 978-1-139-50544-4. 
  48. 1 2 Diez, Thomas (2002) The European Union and the Cyprus Conflict: Modern Conflict, Postmodern Union. Manchester University Press, გვ. 83. ISBN 978-0-7190-6079-3. 
  49. ↑ Huth, Paul (2009) Standing Your Ground: Territorial Disputes and International Conflict. University of Michigan Press, გვ. 206. ISBN 978-0-472-02204-5. „From early 1950s onward Greece has favored union with Cyprus through a policy of enosis“ 
  50. ↑ Papadakis, Yiannis; Peristianis, Nicos; Welz, Gisela (18 July 2006) Divided Cyprus: Modernity, History, and an Island in Conflict. Indiana University Press, გვ. 2. ISBN 978-0-253-11191-3. 
  51. ↑ Isachenko, Daria (2012) The Making of Informal States: Statebuilding in Northern Cyprus and Transdniestria. Palgrave Macmillan, გვ. 37. ISBN 978-0-230-39207-6. 
  52. ↑ Pericleous, Chrysostomos (2009) Cyprus Referendum: A Divided Island and the Challenge of the Annan Plan. I.B. Tauris, გვ. 135–6. ISBN 978-0-85771-193-9. 
  53. ↑ Mirbagheri, Farid (2009) Historical Dictionary of Cyprus. Scarecrow Press, გვ. xiv. ISBN 978-0-8108-6298-2. „Greek Cypriots engaged in a military campaign for enosis, union with Greece. Turkish Cypriots, in response, expressed their desire for taksim, partition of the island.“ 
  54. ↑ Behlul (Behlul) Ozkan (Ozkan) (26 June 2012). From the Abode of Islam to the Turkish Vatan: The Making of a National Homeland in Turkey. Yale University Press, გვ. 199. ISBN 978-0-300-18351-1. „In line with the nationalist rhetoric that "Cyprus is Turkish", Menderes predicated his declaration upon the geographic proximity between Cyprus and Anatolia, thereby defining "Cyprus as an extension of Anatolia". It was striking that Menderes rejected partitioning the island into two ethnic states, a position that would define Turkey's foreign policy regarding Cyprus after 1957“ 
  55. 1 2 (2005) Cipro oggi. Casa editrice il Ponte, გვ. 27–29. ISBN 978-88-89465-07-3. „The educational and political mobilisation between 1948–1958, aiming at raising Turkish national consciousness, resulted in the involving Turkey as motherland in the Cyprus Question. From then on, Turkey, would work hand in hand with the Turkish Cypriot leadership and the British government to oppose the Greek Cypriot demand for Enosis and realise the partition of Cyprus, which meanwhile became the national policy.“ 
  56. ↑ Grob-Fitzgibbon, Benjamin (2011) Imperial Endgame: Britain's Dirty Wars and the End of Empire. Palgrave Macmillan, გვ. 285. ISBN 978-0-230-30038-5. 
  57. ↑ Dale C. Tatum (1 January 2002). Who Influenced Whom?: Lessons from the Cold War. University Press of America, გვ. 43. ISBN 978-0-7618-2444-2. 
  58. ↑ Kourvetaris, George A. (1999). Studies on modern Greek society and politics. East European Monographs, გვ. 347. ISBN 978-0-88033-432-7. 
  59. ↑ Caesar V. Mavratsas. Politics, Social Memory, and Identity in Greek Cyprus since 1974. cyprus-conflict.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2008. ციტირების თარიღი: 13 October 2007
  60. ↑ Eric Solsten, ed. Cyprus: A Country Study დაარქივებული 11 May 2011 საიტზე Wayback Machine. , Library of Congress, Washington, DC, 1991.
  61. 1 2 Eric Solsten, ed. Cyprus: A Country Study დაარქივებული 12 October 2011 საიტზე Wayback Machine. , Library of Congress, Washington, DC, 1991.
  62. ↑ Oberling, Pierre. The road to Bellapais (1982), Social Science Monographs, p. 120 დაარქივებული 28 April 2023 საიტზე Wayback Machine.
  63. ↑ „Cyprus: Big Troubles over a Small Island“. Time. 29 July 1974. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2011. ციტირების თარიღი: 13 November 2011.
  64. ↑ Gray, Christine (2008) International Law and the Use of Force. Oxford University Press, გვ. 94. ISBN 978-0-19-102162-6. 
  65. ↑ Taki Theodoracopulos (1 January 1978). The Greek Upheaval: Kings, Demagogues, and Bayonets. Caratzas Bros., გვ. 66. ISBN 978-0-89241-080-4. 
  66. ↑ (1993) Cyprus, a country study. Federal Research Division, Library of Congress, გვ. 219. ISBN 978-0-8444-0752-4. 
  67. 1 2 3 (25 June 2001) The Cyprus Conspiracy: America, Espionage and the Turkish Invasion. I.B. Tauris, გვ. 195–197. ISBN 978-0-85773-016-9. 
  68. ↑ Sumantra Bose (30 June 2009). Contested Lands: Israel-Palestine, Kashmir, Bosnia, Cyprus, and Sri Lanka. Harvard University Press, გვ. 86. ISBN 978-0-674-02856-2. 
  69. ↑ U.S. Congressional Record, V. 147, Pt. 3, 8 March 2001 to 26 March 2001 დაარქივებული 10 September 2015 საიტზე Wayback Machine.
  70. ↑ The World Factbook – Ethnic Groups. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 22 June 2013.
  71. ↑ Boyle, Kevin; Sheen, Juliet (1997) Freedom of Religion and Belief: A World Report. Routledge, გვ. 288. ISBN 0-415-15978-4. 
  72. ↑ Salih, Halil Ibrahim (2004). Cyprus: Ethnic Political Counterpoints. University Press of America, გვ. 121. ISBN 0-415-15978-4. 
  73. ↑ Karoulla-Vrikki, Dimitra (2009). „Greek in Cyprus: Identity Oscillations and Language Planning“, Standard languages and language standards: Greek, past and present. Ashgate Publishing, გვ. 188. ISBN 0-7546-6437-6. 
  74. ↑ Hadjipavlou, Maria (2002). „Cyprus: A Partnership Between Conflict Resolution and Peace Education“, Peace Education: The Concept, Principles, and Practices Around the World. Routledge, გვ. 195. ISBN 0-8058-4193-8. 
  75. ↑ Hatay, Mete "Is the Turkish Cypriot Population Shrinking?", International Peace Research Institute, 2007. Pages 22–23.
  76. ↑ International Crisis Group. (2010)CYPRUS: BRIDGING THE PROPERTY DIVIDE. International Crisis Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-03. ციტირების თარიღი: 2014-11-13.
  77. ↑ International Crisis Group. (2010)CYPRUS: BRIDGING THE PROPERTY DIVIDE. International Crisis Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-03. ციტირების თარიღი: 2014-11-13.
  78. ↑ About Cyprus – Towns and Population. Government Web Portal – Areas of Interest. კვიპროსის მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-25. ციტირების თარიღი: 9 February 2010.
  79. ↑ Solsten, Eric. (January 1991) A Country Study: Cyprus. Federal Research Division. კონგრესის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 9 February 2010.
  80. ↑ Social values, Science and Technology (PDF). ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  81. ↑ Bowen, George E.. (3 April 2001) Assessing the Isle of Cyprus. Patrick S. O'Brien on the ტენესის უნივერსიტეტი server. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2013. ციტატა: „Three historic churches and monasteries are within the city. Just outside the city is the location of the Hala Sultan Tekke Mosque, the third holiest place for Muslims in the world.“ ციტირების თარიღი: 12 November 2006.
  82. ↑ Drayton, Penny (January 1993). „Aphrodite's island“. Wood & water. 2 (41). Cited by: Trubshaw, Bob (February 1993). „The Black Stone – the Omphalos of the Goddess“. Mercian Mysteries (14). ციტირების თარიღი: 12 November 2006. ციტატა: „In Cyprus is another highly venerated Islamic site – the third most important after Mecca and Medina – the Hala Sultan Tekke.“
  83. ↑ "Hala Sultan Tekke: Where East meets West" დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine. , UNDP-ACT in Cyprus newsletter, Spring 2006. Retrieved 28 June 2013.
  84. ↑ Papalexandrou, Nassos, "Hala Sultan Tekke, Cyprus: An Elusive Landscape of Sacredness in a Liminal Context", Journal of Modern Greek Studies, Volume 26, Number 2, October 2008, pp. 251–281
  85. ↑ The Constitution of the Republic of Cyprus (PDF). President of the Republic of Cyprus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 18 November 2013.
  86. ↑ Implementation of the Charter in Cyprus. Database for the European Charter for Regional or Minority Languages. Public Foundation for European Comparative Minority Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 May 2013.
  87. ↑ EUROPA – Education and Training – Regional and minority languages – Euromosaïc study. Europa (web portal) (27 October 2006). ციტირების თარიღი: 3 April 2011.
  88. ↑ (2006) „Greece and Cyprus“, Sociolinguistics: an international handbook of the science of language and society / Soziolinguistik: ein internationales Handbuch zur Wissenschaft von Sprache und Gesellschaft, 2nd, Handbooks of linguistics and communication science / Handbücher zur Sprach- und Kommunikationswissenschaft, Berlin: Walter de Gruyter, გვ. 1881–1889. 
  89. ↑ Cyprus. Euromosaic III. ციტირების თარიღი: 3 July 2013.
  90. ↑ . "Population and social conditions". eurostat. Retrieved on 2014-11-13.
  91. ↑ Europeans and their Languages, Eurobarometer, European Commission, 2006.
  92. ↑ Cyprus Travel & Tourism - Climbing to new heights. (PDF). Accenture. World Travel and Tourism Council (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-03-02.
  93. ↑ Economy Statistics > Tourist arrivals (per capita) (most recent) by country. Nationmaster. ციტირების თარიღი: 2010-01-29.
  94. ↑ UNWTO member states. World Tourism Organization (UNWTO). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-20. ციტირების თარიღი: 2007-03-02.
  95. ↑ „Travel and Tourism Competitiveness Index“. World Economic Forum]]. 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2011-06-01. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)