შინაარსზე გადასვლა

ინიაციო კასისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინიაციო კასისი
ინიაციო კასისი
შვეიცარიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2022 – 31 დეკემბერი, 2022
ვიცე-პრეზიდენტი  ალენ ბერსე
წინამორბედიგი პარმელენი
მემკვიდრეალენ ბერსე

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი
პრეზიდენტიგი პარმელენი
მემკვიდრეგი პარმელენი

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2021 – 31 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტიგი პარმელენი
წინამორბედიგი პარმელენი
მემკვიდრეალენ ბერსე

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი
მემკვიდრედიდიე ბურკჰალტერი

დაბადებული13 აპრილი, 1961
მოქალაქეობაშვეიცარიელი
ეროვნებაიტალიელი
მამაჯინო კასისი
დედამარია როზა
მეუღლეპაოლა კასისი
განათლებაციურიხის უნივერსიტეტი ლოზანას უნივერსიტეტი

ინიაციო დანილე ჯოვანი კასისი (დ. 13 აპრილი, 1961) — შვეიცარიელი ექიმი და პოლიტიკოსი, რომელიც 2017 წლის 1 ნოემბრიდან შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრია და 2026 წლისთვის შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. კაისის არის ლიბერალ-რადიკალური პარტიის წევრი.

კასისი ფედერალურ საბჭოში აირჩიეს 2017 წლის 20 სექტემბერს დიდიე ბურკჰალტერის გადადგომის შემდეგ. თანამდებობის დაკავების შემდეგ ინიაციო ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. 2021 წლის 8 დეკემბერს კასისი აირჩიეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტად 2022 წლისთვის.[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასისი დაიბადა 1961 წლის 13 აპრილს მალკანტონესის საავადმყოფოში, კროლიოში (დღევანდელი სესა), ტიჩინოში, ჯინო კასისისა და მარია როზას ოჯახში. ინიაციო კასისის ჰყავს სამი და.[2][3] ინიაციო დაიბადა იტალიის მოქალაქედ და შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო წარმოშობით, როდესაც კასისის მშობლები ნატურალიზაციის გზით შვეიცარიის მოქალაქეები გახდნენ 1976 წელს. 2017 წელს არჩევამდე ინიაციო ფლობდა ორმაგ მოქალაქეობას.[4] კასისი სწავლობდა მედიცინას ციურიხის უნივერსიტეტსა და ლოზანის უნივერსიტეტში 1987 წლამდე.

შემდგომში კასისი სპეციალიზდა შინაგან მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო 1996 წელს. 1998 წელს ლოზანის უნივერსიტეტმა ინიაციოს მიანიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1996 წლიდან 2008 წლამდე კასისი ტიჩინოს კანტონის ექიმი იყო, ხოლო 2008 წლიდან 2012 წლამდე შვეიცარიის ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.[5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიჩინოს კანტონში მცხოვრები კასისი ეროვნული საბჭოს წევრი იყო 2007 წლის 4 ივნისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე სადაც ინიაციო ლიბერალ-რადიკალურ პარტიას ეკუთვნოდა.[6]

როდესაც ფედერალური საბჭოს წევრმა დიდიე ბურკჰალტერმა 2017 წელს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გადიოდა, კასისი იყო იმ სამ კანდიდატს შორის, რომლებიც ლიბერალ-რადიკალურმა პარტიამ პოლიტიკოსის შემცვლელად შეარჩია, დანარჩენი ორი იყვნენ იზაბელ მორე (ეროვნული საბჭოს წევრი ვოს კანტონიდან) და პიერ მოდე (ჟენევის კანტონის თანამდებობის პირი და ჟენევის ყოფილი მერი).[7] კასისი ბურკჰალტერის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

არჩევნებში, რომელიც 2017 წლის 20 სექტემბერს გაიმართა, ფედერალურმა ასამბლეამ კასისი ფედერალური საბჭოს წევრად მეორე ტურში აირჩია — ინიაციო კასისიმ 244 მოქმედი ხმადან 125 მიიღო და 1848 წლის შემდეგ გახდა 117-ე ფედერალური საბჭოს წევრი.[8][9][10][11] ინიაციოს მხარს უჭერდნენ ასამბლეაში წარმოდგენილი ცენტრისტულ-მემარჯვენე და მემარჯვენე პარტიები.[11] კასისი გახდა ტიჩინოდან პირველი ფედერალური საბჭოს წევრი 1999 წლის შემდეგ და ასევე პირველი იტალიურენოვანი ფედერალური საბჭოს წევრი იმ დროიდან მოყოლებული.[10][11] შვეიცარიულმა პრესამ ინიაციო კასისის არჩევა ძირითადად დადებითად შეაფასა.[12][13]

კასისიმ თანამდებობა 2017 წლის 1 ნოემბერს დაიკავა, როგორც საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, და შეცვალა დიდიე ბურკჰალტერი.[14][15][16] არჩევის შემდეგ მალევე გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია — არჩევამდე ცხრა დღით ადრე მიმართავდა და გაწევრიანდა იარაღის ფლობის უფლებების დამცველ ჯგუფში „პროტელი“, რამაც, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ევროკავშირთან მისი ურთიერთობა შეიძლება გაართულოს, განსაკუთრებით იარაღის ერთობლივ პოლიტიკასთან დაკავშირებული განხილვების ფონზე.[17] კასისმა მალევე შეწყვიტა წევრობა „პროტელში“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციებში.[17]

შვეიცარიის პარლამენტის ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ინიაციო კასისი იცავს პოზიციებს, რომლებიც ხშირად პრო-ისრაელურად აღიქმება. 2019 წელს ინიაციომ გასცა განკარგულება, შეჩერებულიყო შვეიცარიის დახმარება გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და დასაქმების სააგენტოსთვის, რომელსაც ინიაციო არაერთ გამოსვლაში აკრიტიკებდა.[18] 2021 წელს კასისი შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2021 წლის 8 დეკემბერს ინიაციო დანილე ჯოვანი აირჩიეს შვეიცარიის პრეზიდენტად 2022 წლისთვის. კასისიმ თანამდებობა 2022 წლის 1 იანვარს დაიკავა და შეცვალა გი პარმელენი.

2022 წელს, როგორც შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, კასისმა წამყვანი როლი შეასრულა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის ხელახალ განსაზღვრაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. ევროკავშირთან შემოთავაზებული ჩარჩო შეთანხმების ჩაშლასა და შვეიცარიის ეროვნული ინტერესების დაცვას შორის რთულ ბალანსში, ინიაციო დანილეს საერთაშორისო სანქციების საკითხში მხარი დაუჭირა ევროკავშირის პოზიციას რუსეთის მიმართ.[19] 20 ოქტომბერს კასისი ოფიციალური ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.[20]

კასისი დაქორწინებულია პაოლა კასისზე და ცხოვრობს მონტანიოლაში.[3][6]

  1. ↑ Amtliches Bulletin. ციტირების თარიღი: 2021-12-09
  2. ↑ In breve it. ignaziocassis.ch. ციტირების თარიღი: 2017-09-21
  3. 1 2 Philipp Mäder. (2017-09-20) Die stolzen Schwestern von Bundesrat Cassis de. Schweizer Illustrierte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-21. ციტირების თარიღი: 2017-09-20
  4. ↑ Cassis gibt italienischen Pass zurück de (2017-08-25). ციტირების თარიღი: 2024-04-25
  5. ↑ SRF Tagesschau Hauptausgabe 20 September 2017
  6. 1 2 Ignazio Cassis. parlament.ch. ციტირების თარიღი: 2017-09-20
  7. ↑ Chandrasekhar, Anand. Who Will Become the Next Swiss Cabinet Minister? (September 19, 2017). ციტირების თარიღი: January 20, 2018
  8. ↑ ELETTO IGNAZIO CASSIS it. ticinonews.ch (2017-09-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2017. ციტირების თარიღი: 2017-09-20
  9. ↑ FOKUS: Der Tessiner Ignazio Cassis ist neuer Bundesrat de. 10vor10 (2017-09-20). ციტირების თარიღი: 2017-09-20
  10. 1 2 Ignazio Cassis is Elected Switzerland's New Federal Councillor (20 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  11. 1 2 3 Geiser, Urs. Cassis Chosen as Switzerland's New Cabinet Minister (20 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  12. ↑ Press Welcomes Cassis Election to Federal Council (21 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  13. ↑ Stephens, Thomas. Election of Cassis 'Positive' and 'Smart', Say Papers (21 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  14. ↑ Quiquerez, Florent (1 November 2017). „Ignazio Cassis au pied du mur européen“. 24Heures (ფრანგული). ISSN 1424-4039. ციტირების თარიღი: 2017-11-01.
  15. ↑ New Federal Councillor Cassis Inherits Foreign Ministry (22 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  16. ↑ Cassis to Take Over Foreign Ministry (22 September 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  17. 1 2 Future Swiss Foreign Minister Quits Gun Lobby Groups (16 October 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2018
  18. ↑ Palestine. Machinations against a Swiss diplomat from UNRWA (11 January 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2025. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი 2026
  19. ↑ "Switzerland calls for return of Crimea to Ukraine". swissinfo.ch. Retrieved 30 August 2022.
  20. ↑ „'Kyiv already feels cold', says Swiss president on visit“. Swissinfo. 21 October 2022. ციტირების თარიღი: 25 October 2022.