ერიკ ერიქსენი
| ერიკ ერიქსენი | |
|---|---|
| დან. Erik Eriksen | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 ნოემბერი, 1902[1] |
| დაბადების ადგილი | Brangstrup, ფობორგ-მიდტფინის მუნიციპალიტეტი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1972[1] (69 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ესბიერი[1] |
| მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
| განათლება | Q12307074?[1] |
| ჯილდოები | პოლონეთის აღორძინების ორდენის დიდი ჯვარი, დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[1] , Knight Grand Cross of the Order of Vasa[2] , commander of the Order of the Dannebrog[1] და Knight Grand Officer of the Order of the Dannebrog[1] |
ერიკ ერიქსენი (დ. 20 ნოემბერი, 1902 – 7 ოქტომბერი, 1972) — დანიელი პოლიტიკოსი, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 1950-1953 წლებში, ხოლო 1956 წელს იყო ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტი. ერიქსენი 1950-1965 წლებში დანიის ლიბერალური პარტიის — „ვენსტრეს“ ლიდერი იყო. იგი დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა 1950 წლის 30 ოქტომბრიდან 1953 წლის 30 სექტემბრამდე, სათავეში ედგა ერიქსენის კაბინეტს და ხელმძღვანელობდა „ვენსტრესა“ და კონსერვატიული სახალხო პარტიის უმცირესობის მთავრობას. ერიქსენი პროფესიით ფერმერი იყო.
მისი მთავრობის მთავარი მიღწევა დანიის კონსტიტუციის გადასინჯვა გახდა, რომელსაც კანონის ძალა მიენიჭა 1953 წელს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმზე. გარდა ამისა, ერიქსენის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 1952 წელს მიიღეს კანონი საოჯახო შემწეობის შესახებ და განხორციელდა სხვა რეფორმები. 1951 წლის ივნისის ბინის ქირის აქტმა, ქირის გარკვეული ზრდის დაშვების პარალელურად, ქირის კონტროლი და იჯარის უსაფრთხოების გარანტიები 1939 წლის შემდეგ აშენებულ საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდა. 1953 წლის მარტის საზოგადოებრივი დახმარების აქტმა შემოიღო სპეციალური მკურნალობა და დახმარება პოლიომიელიტით დაავადებული პაციენტებისთვის. „ვენსტრეს“ ყოფილი ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კნუდ კრისტენსენის გამოყოფამ საკუთარი პარტიის — „დამოუკიდებლების“ ჩამოსაყალიბებლად, ხელი შეუწყო იმას, რომ სოციალ-დემოკრატ ჰანს ჰედტოფტს მოეპოვებინა საპარლამენტო მხარდაჭერა ერიქსენის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩასანაცვლებლად და ჰედტოფტის კაბინეტის ფორმირებისთვის.
1953 წლის შემდეგ ერიქსენმა ოპოზიციის ლიდერის თანამდებობაზე გააგრძელა მოღვაწეობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კონსერვატორებთან მისმა მუდმივმა ალიანსმა დაბრკოლება შექმნა „რადიკალურ მარცხენა პარტიასთან“ თანამშრომლობისთვის. ამის გამო, იგი 1965 წელს გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და იგი პოულ ჰარტლინგმა ჩაანაცვლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kristian Hvidt, Statsministre i Danmark fra 1913 til 1995 (1995)
- Social Democracy and Welfare Capitalism: A Century of Income Security Politics by Alexander Hicks
- Growth to Limits: The Western European Welfare States Since World War II, Volume 4 edited by Peter Flora