ბორიუმი
| ბორიუმი |
| 107Bh |
| [270] |
| 5f14 6d5 7s2 |
| ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მასური რიცხვი | 270 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბორიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ატომური ნომერი (Z) | 107 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ჯგუფი | 7 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| პერიოდი | 7 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბლოკი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ელექტრონული კონფიგურაცია | [Rn] 5f14 6d5 7s2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 32, 12, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| სიმკვრივე (ო.ტ.) | 26–27 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ჟანგვის ხარისხი | (+3), (+4), (+5), +7 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ატომის რადიუსი | ემპირიული: 128 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| კოვალენტური რადიუსი (rcov) | 141 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბუნებაში გვხვდება | სინთეზირების შედეგად | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| მესრის სტრუქტურა |
მჭიდრო ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| CAS ნომერი | 54037-14-8 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სახელწოდება მომდინარეობს | ნილს ბორის გვარის მიხედვით | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| აღმომჩენია | Gesellschaft für Schwerionenforschung (1981) | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბორიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| • | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბორიუმი[1] (ლათ. Bohrium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილსეპტიუმი (ლათ. Unnilseptium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-რენიუმი (Eka-rhenium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეშვიდე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეშვიდე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 107. ცნობილია იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვია 261-დან 272. მიღებული იზოტოპებიდან ყველაზე სტაბილური იზოტოპია — ბორიუმ-267 რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 17 წმ[2]. ელემენტს სახელი დაერქვა დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1976 წელს 107-ე ელემენტის სინთეზის შესახებ პირველი განაცხადა იური ოგანესიანის ჯგუფმა დუბნიდან[3]. ამ ნამუშევარის მეთოდიკა მდგომარეობდა - ბისმუტ-209-ისა და ქრომ-54-ის ბირთვების შერწყმის რეაქციის სპონტანური დაყოფის პროდუქტების კვლევაში. ნაპოვნი იქნა ორი დამახასიათებელი ნახევარდაშლის დრო: 5 წმ. და 1—2 მლწმ. პირველი მიწერილი იყო ბირთვ 257105-ის დაშლაზე, რადგანაც ასეთივე ნახევარდაშლის პერიოდი იყო 105-ე ელემენტის მიღების რეაქციის პროდუქტებისათვის: 209Bi+50Ti, 208Pb+51V, 205Tl+54Cr. ნახევარდაშლის მეორე პერიოდი მიეწერა ბირთვს 261107, რომელსაც, მეცნიერების ვარაუდით, აქვს ორი დაშლა: სპონტანური დაშლა (20 %) და α-დაშლა, რომელიც იწვევს წარმოქმნილი ბირთვის 257105 სპონტანურ დაშლას ნახევარდაშლის პერიოდით 5 წმ.
1981 წელს გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა დარმშტადტის მძიმე იონების ინსტიტუტიდან (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI) გამოიკვლია იგივე რეაქციის პროდუქტები 209Bi+54Cr, და გამოიყენა უფრო დახვეწილი მეთოდიკა, რომელიც იძლეოდა საშუალებას აღმოეჩინა ნუკლიდების α-დაშლა და განესაზღვრათ მისი პარამეტრები. თავის ექსპერიმენტში GSI -ის მეცნიერებმა მოახდინეს ბირთვ 262107-ის α-დაშლის 5 მოვლენის იდენტიფიცირება, და მათი სიცოცხლის დრო შეაფასეს 4,7+2,3−1,6 წმ[4].
როგორც 107, 105 და 104 ელემენტების იზოტოპების შემდგომ კვლევამ აჩვენა, რეაქციაში 209Bi+54Cr მართლაც იბადება, ჩნდება ბირთვები 261107 და 262107[5]. მაგრამ 1976 წელს დუბნის მენიერების მიერ მიღებული ბევრი დასკნა გამოვიდა მცდარი. კერძოდ, ნახევარდაშლის პერიოდი 5 წმ ააქვს არა 257105, არამედ 258105[6]. 1/3 ალბათობით ეს ნუკლიდი განიცდის ბეტა-დაშლას და გარდაიქმნება 258104-ში, რომელიც ძალიან ჩქარა (ნახევარდაშლის პერიოდი 12 მლწმ) იყოფა სპონტანურად. ეს ნიშნავს, რომ დუბნის ჯგუფი აკვირდებოდნენ არა ბირთვ 262107-ის α-დაშლის პროდუქტებს, არამედ 261107[7]. იზოტოპ 261107-ის სიცოცხლის დრო თანამედროვე მონაცემებით შეადგენს 12 მლწმ., რაც შედარებით მეტია ვიდრე 1976 წელს დამტკიცებული დრო.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წლის სექტემბერში დარმშტადტის და დუბნის მეცნიერებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 107 ელემენტს ეწოდოს «ნილსბორიუმი» დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის პატივსაცემად[8], თუმცა თავდაპირველად საბჭოთა მეცნიერები გეგმავდნენ «ნილსბორიუმი» 105-ე ელემენტისათვის ეწოდებინათ (ახლა ეს ელემენტი დუბნიუმია)[7]. 1993 წელს IUPAC-მა აღიარა გერმანელი მეცნიერების პრიორიტეტი 107-ე ელემენტის იდენტიფიკაციაში[7], და 1994 წელს თავის რეკომენდაციაში წარმოადგინა სახელწოდება «ბორიუმი», რადგანაც ქიმიური ელემენტების სახელცოდებები არასდროს არ შედგებოდა მეცნიერის სახელი გვარისაგან[9]. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნა 1997 წელს დანიელი ქიმიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ[10].
ცნობილი იზოტოპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| იზოტოპი | მასა | ნახევარდაშლის პერიოდი[11] | დაშლის ტიპი |
|---|---|---|---|
| 261Bh | 261 | 12თარგი:Sup sub მლწმ | α-დაშლა 257Db |
| 262Bh | 262 | 8,0±2,1 мс | α-დაშლა 258Db |
| 264Bh | 264 | წმ | α-დაშლა 260Db |
| 265Bh | 265 | წმ | α-დაშლა 261Db |
| 266Bh | 266 | წმ | α-დაშლა 262Db |
| 267Bh | 267 | წმ | α-დაშლა263Db |
| 272Bh | 272 | წმ | α-დაშლა268Db |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორიუმი Webelements-ზე დაარქივებული 2008-05-16 საიტზე Wayback Machine.
- ბორიუმი ქიმიური ელემენტების პოპულარულ ბიბლიოთეკაში დაარქივებული 2018-12-03 საიტზე Wayback Machine.
- WebElements.com — Bohrium დაარქივებული 2006-06-18 საიტზე Wayback Machine.
- EnvironmentalChemistry.com — Bohrium
- Los Alamos National Laboratory — Bohrium დაარქივებული 2010-12-12 საიტზე Wayback Machine.
- ელემენტის სინთეზის შესახებ საიტზე ОИЯИ დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბორიუმი — ტექნიკური ლექსიკონი
- ↑ Evidence for New Isotopes of Element 107: 266Bh and 267Bh, Physical Review Letters, 2000, ტ. 85, № 13, გვ. 2697 - 2700.
- ↑ Yu. Ts. Oganessian et al., On spontaneous fission of neutron-deficient isotopes of elements 103, 105 and 107, Nuclear Physics A, 1976, ტ. 273, № 2, გვ. 505-522.
- ↑ G. Münzenberg et al., Identification of element 107 by α correlation chains, Zeitschrift für Physik A, 1981, ტ. 300, № 1, გვ. 107-108.
- ↑ G. Münzenberg et al., Element 107, Zeitschrift für Physik A, 1989, ტ. 333, № 2, გვ. 163-175.
- ↑ The new isotopes 258105, 257105, 254Lr and 253Lr, Zeitschrift für Physik A, 1985, ტ. 322, № 4, გვ. 557-566.
- 1 2 3 R. C. Barber et al., Discovery of the transfermium elements, Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1757-1814.
- ↑ Responses on the Report 'Discovery of the transfermium elements', Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1815-1824.
- ↑ Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1994), Pure and Applied Chemistry, 1994, ტ. 66, № 12, გვ. 2419-2421.
- ↑ Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1997), Pure and Applied Chemistry, 1997, ტ. 69, № 12, გვ. 2471-2473.
- ↑ Nudat 2.3
| ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | ||||||||||||||||||||||||||
| 1 | H | He | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| 4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | |||||||||||||||||||||||||
| 5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | |||||||||||||||||||||||||
| 6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | |||||||||||
| 7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | |||||||||||
| 8 | 119 | 120 | ⁂ | 143 | 144 | 145 | 146 | 147 | 148 | 149 | 150 | 151 | 152 | 153 | 154 | 155 | 156 | 157 | 158 | 159 | 160 | 161 | 162 | 163 | 164 | 165 | 166 | 167 | 168 | 169 | 170 | 171 | 172 | ||||||||||
| ⁂ | 121 | 122 | 123 | 124 | 125 | 126 | 127 | 128 | 129 | 130 | 131 | 132 | 133 | 134 | 135 | 136 | 137 | 138 | 139 | 140 | 141 | 142 | |||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
