შინაარსზე გადასვლა

ბიატლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიატლონისტები მიზანში სროლისას

ბიატლონი, ბიათლონი (ლათ. bi- < bis „ორჯერ“ და ბერძნ. athlon „შეჯიბრება“) — სპორტის ზამთრის სახეობა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან. მიზანი მდებარეობს 50 მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას 115 მმ-ია.

ინდივიდუალური რბოლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.

სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს.

დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.

მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.

ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი. იგი სპრინტის წესებს ეფუძნება. თითოეული კაცი სპორტსმენი გადის 10 კმ და ისვრის ორჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში, ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5 კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია. თუ სპორტსმენი 8 სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150 მეტრის საჯარიმო წრეს, ყოველი აცდენისთვის

მიქსი (შერეული ესტაფეტა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.

ინდივიდუალური სპრინტი დადევნება ჯგუფური სტარტი გუნდური ესტაფეტა შერეული ესტაფეტა
დისტანცია კაცები20 კმ10 კმ12,5 კმ15 კმ4 x 7,5 კმ2 x 7,5 კმ +
2 x 6 კმ
დისტანცია ქალები15 კმ7,5 კმ10 კმ12,5 კმ4 x 6 კმ
დისტანცია ახალგაზრდები15 კმ10 კმ12,5 კმ12,5 კმ4 x 7,5 კმ-
დისტანცია გოგონები12,5 კმ7,5 კმ10 კმ10 კმ3 x 6 კმ-
დისტანცია ყმაწვილები12,5 კმ7,5 კმ10 კმ10 კმ3 x 7,5 კმ-
დისტანცია ყმაწვილი გოგონები10 კმ6 კმ7,5 კმ7,5 კმ3 x 6 კმ-
სტარტის ინტერვალი30 წამი30 წამიმორბენალის შედეგის მიხედვითერთდროული სტარტიერთდროული სტარტიერთდროული სტარტი
სროლის მიმდევრობამწოლარე, მდგომი, მწოლარე, მდგომიმწოლარე, მდგომიმწოლარე, მწოლარე, მდგომი, მდგომიმწოლარე, მწოლარე, მდგომი, მდგომითითო ათლეტზე მწოლარე-მდგომითითო ათლეტზე მწოლარე-მდგომი
ჯარიმა შეცდომაზესაჯარიმო წუთისაჯარიმო წრე (150 მ)საჯარიმო წრე (150 მ)საჯარიმო წრე (150 მ)გადატენვა ან საჯარიმო წრეგადატენვა ან საჯარიმო წრე
მსოფლიო თასის პრემიერა1978/791978/791996/971998/991978/792004/05
მსოფლიო ჩემპიონატის პრემიერამჩ 1958მჩ 1974მჩ 1997მჩ 1999მჩ 1966მჩ 2005 ან მჩ 2007
ოლიმპიური პრემიერა19601980200220061968-