შინაარსზე გადასვლა

ბაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთეულები ბაიტებში
ათობითი სისტემა (სი თავსართები) ორობითი სისტემა (IEC 60027)
დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა
 
ბაიტიBბაიტი100 ბაიტიBბაიტი20
კილობაიტიkBკბ103 კიბიბაიტიKiBკიბ210
მეგაბაიტიMBმბ106 მებიბაიტიMiBმიბ220
გიგაბაიტიGBგბ109 გიბიბაიტიGiBგიბ230
ტერაბაიტიTBტბ1012 ტებიბაიტიTiBტიბ240
პეტაბაიტიPBპბ1015 პებიბაიტიPiBპიბ250
ექსაბაიტიEBებ1018 ექსბიბაიტიEiBეიბ260
ზეტაბაიტიZBზბ1021 ზებიბაიტიZiBზიბ270
იოტაბაიტიYBიბ1024 იობიბაიტიYiBიიბ280

ბაიტი (byte) — ინფორმაციის შენახვის ძირითადი ერთეული კომპიუტერულ მეცნიერებებში. მრავალ კომპიუტერულ არქიტექტურაში ბაიტი არის მეხსიერების დამისამართების ერთეული და უმთავრესად შედგება რვა ბიტისაგან. ბაიტი დაპროგრამირების ენების მონაცემთა უმთავრესი ტიპია, განსაკუთრებით დაპროგრამირების სისტემურ ენებში.

ბაიტი ბიტების მოწესრიგებული თანამიმდევრობაა, რომელშიც თითოეული ბიტს ორიდან ერთ–ერთი მნიშვნელობა აქვს – 0 ან 1. ბაიტის ზომა კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის (ჰარდვეარი) განვითარებასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა თანამედროვე სისტემებში მიღებულია სტანდარტი, რომ ერთი ბაიტი შეიცავს რვა ბიტს. ისტორიულად ბაიტის ზომა განისაზღვრებოდა იმ ბიტების ერთობლიობით, რომლებიც საჭირო იყო ლათინური ანბანის ერთი სიმბოლოს ჩასაწერად. მისი ზომა განისაზღვრა ლათინური ანბანის სიმბოლოების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობით და საბოლოოდ ერთი კომპიუტერული სიტყვის თანაზომადი გახდა. ბაიტის ზომა ისტორიულად ვარირებდა ხუთიდან თორმეტი ბიტის დიაპაზონში.

1960–იან წწ. IBM–ის System/360 არქიტექტურის მქონე მიკროკომპიუტერების პოპულარობამ ფორმულა: "ერთი ბაიტი უდროს რვა ბიტს" კანონიკურად აქცია. ბაიტს ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ოქტეტადაც მოიხსენიებენ (მაგ. საფრანგეთში).